მცხეთაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ფილიალის გახსნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.1999 ძალადაკარგული 15.08.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№702
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 04/01/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №702

1999 წლის 31 დეკემბერი

 ქ. თბილისი

 მცხეთაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ფილიალის გახსნის შესახებ

ქვეყნის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში მცხეთის – საქართველოს უძველესი დედაქალაქის მნიშვნელობისა და მისი, როგორც მომავალი კულტურული და ტურისტული ცენტრის პერსპექტივის გათვალისწინებით:

1. მცხეთის კულტურის სახლის ბაზაზე გაიხსნას თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ფილიალი.

2. საქართველოს კულტურის სამინისტრომ შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის რექტორატთან ერთად განსაზღვროს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მცხეთის ფილიალისთვის თეატრალურ ინსტიტუტში მიზნობრივი ჯგუფის ჩამოყალიბების საკითხი.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.ონოფრიშვილი) 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მცხეთის ფილიალისთვის 120 (ას ოცი) ათასი ლარის გამოყოფა.

4. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს კულტურის მინისტრმა ვ.ასათიანმა და ფინანსთა მინისტრმა დ.ონოფრიშვილმა.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მცხეთაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ფილიალის გახსნის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.08.2006.
როდის იქნა მიღებული „მცხეთაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ფილიალის გახსნის შესახებ“?
„მცხეთაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ფილიალის გახსნის შესახებ“ მიღებულია 31.12.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №702. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მცხეთაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ფილიალის გახსნის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 15.08.2006-დან.
სად არის „მცხეთაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ფილიალის გახსნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.08.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „მცხეთაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ფილიალის გახსნის შესახებ“, №702, 31.12.1999, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.08.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1265343/