საქართველოში აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის რეალიზაციის მოწესრიგების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.1999 ძალადაკარგული 01.04.2004
გამომცემი ორგანო
ნომერი
№703
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 04/01/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №703

1999 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის რეალიზაციის მოწესრიგების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოში აქციზური მარკების შემოღების დღიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა მნიშვნელოვანი თანხები. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულების შესაბამისად განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდებოდა სავაჭრო ქსელში დაფიქსირებული აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის ინვენტარიზაციას, სრულ აღრიცხვას და შესაბამისად, მათ რეალიზაციას დადგენილი წესით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოღებულ იქნა დროებითი აქციზური მარკები, რომლებიც გამოყენებულ იქნა საქონლის დარჩენილი ნაშთების ნიშანდებისათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამადაც ხორციელდება დროებითი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის რეალიზაცია, რაც არ შეესაბამება თავის დროზე ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული საქონლის ნაშთების რაოდენობას.

აღნიშნულ სფეროში წესრიგის დამყარების მიზნით:

1. აიკრძალოს 2000 წლის 1 იანვრიდან დროებითი აქციზური მარკებით ნიშანდებული აქციზური საქონლის რეალიზაცია.

2. 2000 წლის 1 იანვრიდან სავაჭრო ქსელში დაფიქსირებული დროებითი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონელი ჩაითვლება როგორც არამარკირებული და მათზე გავრცელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

ე. შევარდნაძე