ფოთის საზღვაო ნავსადგურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 31.12.1999
ძალის დაკარგვა 02.12.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №705
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 2, 12/01/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფოთის საზღვაო ნავსადგურის რეორგანიზაციისა და „ფოთის საზღვაო ნავსადგურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №705 ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 29.09.2004
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ფოთის საზღვაო ნავსადგურის ინსტიტუციონალური მოწყობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 29.11.1998
დოკუმენტის ტექსტი
ფოთის საზღვაო ნავსადგურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.45pt 51.05pt 7.1pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №705
1999 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
ფოთის საზღვაო ნავსადგურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (ISAID) და ევროკავშირის TACIS პროექტის (HPTI) ექსპერტთა მიერ მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავებული ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზაციის გეგმების დებულებათა შეჯერების საფუძველზე საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურების ბაზარზე ფოთის საზღვაო ნავსადგურის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწყობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად:
1. შეიქმნას ფოთის საზღვაო ნავსადგური, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. დამტკიცდეს ფოთის საზღვაო ნავსადგურის თანდართული წესდება.
3. ფოთის საზღვაო ნავსადგურს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცეს ფოთის საზღვაო ნავსადგურის ბალანსზე რიცხული მთელი ქონება, რისთვისაც საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
4. ნავსადგურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ, ხოლო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ კი – თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
5. ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციამ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან, ტრანსპორტის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურსა და ქალაქ ფოთის მერიასთან შეთანხმებით განახორციელოს ნავსადგურის რესტრუქტურიზაციის პროგრამა და ამის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირებს, საქართველოს საზღვაო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, საქმიანობისათვის გამოუყოს ნავსადგურის ტერიტორიის, ნავმისადგომის ან აკვატორიის ცალკეული უბნები, დანადგარები და მოწყობილობები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სტრატეგიულ ინვესტორთა განსაზღვრისას საქართველოსა და ქ. ფოთისათვის ეკონომიკურად უფრო ხელსაყრელი პირობები ინვესტიციების მოზიდვის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ქონების ეფექტიანად გამოყენებისა და მართვის მიზნით, დადგენილი წესით იურიდიული პირებისათვის სარგებლობის უფლებით ქონების გადაცემისას, აგრეთვე შვილეულ საწარმოთა დაფუძნების დროს გათვალისწინებულ იქნეს ქ. ფოთის ინტერესები.
7. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) მოამზადოს კანონპროექტი საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
8. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 29 ნოემბრის №665 ბრძანებულება „ფოთის საზღვაო ნავსადგურის ინსტიტუციონალური მოწყობის შესახებ“.
ე. შევარდნაძე
ფოთის საზღვაო ნავსადგურის წესდება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ფოთის საზღვაო ნავსადგური (შემდგომში – ნავსადგური) საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად იქმნება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. იგი ფოთის საზღვაო ნავსადგურის უფლებამონაცვლეა. ნავსადგურს აქვს ქონება, ურთიერთობებში გამოდის საკუთარი სახელით და ფლობს იურიდიული პირისათვის დამახასიათებელ ყველა იმ უფლება-მოვალეობას, რომელიც მინიჭებული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 2🔗
ნავსადგური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით, კანონებით, ამ წესდებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 3🔗
ნავსადგური არის სამეურნეო სუბიექტი. მას უფლება აქვს გასწიოს გარკვეული სამეწარმეო საქმიანობა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში. ცალკეული პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.
მუხლი 4🔗
ნავსადგური რესტრუქტურიზაციის პროგრამის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირებს თავიანთი საქმიანობისათვის გამოუყოფს ნავსადგურის ტერიტორიის, ნავმისადგომის ან აკვატორიის ცალკეულ უბნებს, აგრეთვე დანადგარებსა და მოწყობილობებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗
1. ნავსადგურის საქმიანობის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტი;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები;
გ) საიჯარო და მომსახურებით მიღებული შემოსავლები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2.ნავსადგურის ყოველწლიურ ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი.
3. იჯარის ხელშეკრულებით გაცემული ქონებიდან მიღებული სხვა შემოსავლები ირიცხება ნავსადგურის ანგარიშზე და მათ განკარგავს მხოლოდ ნავსადგურის უფროსი. ნავსადგურის მიერ წლის განმავლობაში გამოუყენებელი თანხები გადაიტანება მომავალი წლის ანგარიშზე.
4. ნავსადგური უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესით, აიღოს სესხი ან გააფორმოს ბანკთან სადეპოზიტო ხელშეკრულება.
5. დაშვებულია ნავსადგურისათვის სახსრების, მათ შორის, გრანტების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
6. ნავსადგური ხსნის საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, მათ შორის, სავალუტო ანგარიშებს ბანკებში.
მუხლი 6🔗
1. ნავსადგურს აქვს საკუთარი ემბლემა და ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროსა და თავის სახელწოდებით.
2. ნავსადგურის იურიდიული მისამართია: 384698 საქართველო, ფოთი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №52.
თავი II. ნავსადგურის ქონება
მუხლი 7🔗
1. ნავსადგურს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აქვს ამ წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საკუთარი განცალკევებული ქონება.
2. ნავსადგურის ქონება შედგება როგორც საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ გადაცემული, ისე მისი ფუნქციონირების განმავლობაში შეძენილი ან შექმნილი ქონებისაგან.
მუხლი 8🔗
ნავსადგურის შექმნის მომენტისათვის მის საკუთრებაში გადაცემული ქონების ნუსხა მოცემულია დებულების დანართში, რომელიც წარმოადგენს წესდების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 9🔗
ნავსადგურს, მისი სპეციფიკური საქმიანობიდან და მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო გადასცემს სახელმწიფო ქონებას.
თავი III. ნავსადგურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი და ფუნქციები
მუხლი 10🔗
ნავსადგურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიისა და აკვატორიის ფარგლებში გემების დატვირთვა-გადმოტვირთვა, მომსახურება, ტვირთების სატრანსპორტო-საექსპედიტორო, საწყობში მოთავსების ან ერთი სახეობის ტრანსპორტიდან მეორე სახეობის ტრანსპორტზე გადაცვლის ოპერაციების უზრუნველყოფა, აგრეთვე მგზავრთა მომსახურების, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის გადატანის ოპერაციების წარმოება;
ბ) სახელმწიფოს მიერ მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების მართვა საკუთარი სახელით ნავსადგურის ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველსაყოფად; ნავსადგურში მომუშავე საწარმოთათვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა; უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვა დარგის განვითარების მიზნით.
მუხლი 11🔗
ნავსადგურის ძირითადი ფუნქციები:
ა) საქართველოს საზღვაო კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ) ნავსადგურის განვითარების სტრატეგიული კურსის გატარება;
გ) გადაწყვეტილებათა მიღება სანავსადგურო მეურნეობის ეფექტიანობის ამაღლების, ნავსადგურში სახელმწიფო ქონებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, სანიტარიულ და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელების შესახებ, რომლებიც სავალდებულოა ნავსადგურში მომუშავე ყველა საოპერატორო კომპანიისათვის, ყველა გემისა და გემთმფლობელისათვის, აგრეთვე ნავსადგურის მომსახურებით მოსარგებლე ყველა სხვა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის;
დ) ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების, ასევე ნავსადგურის ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების შესრულების ნებართვების გაცემა;
ე) მონაწილეობა ავარიული შემთხვევების შესწავლა-გამოძიებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) შესასვლელ არხსა და ნავსადგურის აკვატორიაში სისუფთავისა და სანავსადგურო სიღრმეების შენარჩუნების უზრუნველყოფა, სანავიგაციო საშუალებათა ექსპლუატაციის დადგენილი წესების დაცვა;
ზ) ნავსადგურში გარემოს დაცვის ღონისძიებათა ორგანიზება და მათი შესრულების კონტროლი, რაც სავალდებულოა ყველა საწარმოს, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის, აგრეთვე გემებისათვის, რომლებიც ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას ნავსადგურის ტერიტორიაზე და აკვატორიაში, შემოსასვლელ არხსა და ფარვატერებზე;
თ) დადგენილ წესით მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების დროებით იჯარით გაცემა;
ი) საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის წინადადებათა მომზადება და დასკვნების წარდგენა სახელმწიფო ქონების დროებით იჯარით გაცემის მიზანშეწონილობისა და იჯარის თანხის ოდენობის თაობაზე;
კ) კონტროლის განხორციელება დროებით იჯარით გაცემული სახელმწიფო ქონების დაცვისა და სათანადო ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნებისადმი, მისი დანიშნულებისამებრ და ეფექტიანად გამოყენებისადმი, აგრეთვე ოპერატორული კომპანიების მიერ კონკრეტულ ტერმინალებში მუშაობის მიზანშეწონილობის განსაზღვრა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) წინადადებათა მომზადება და მათი წარდგენა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში ნავსადგურის ცალკეული ქვედანაყოფების რესტრუქტურიზაციისა თუ პრივატიზების მიზანშეწონილობის თაობაზე;
მ) დაინტერესებულ უწყებებსა და ორგანიზაციებთან ერთად პერსპექტიული ტვირთნაკადების შესწავლა, ნავსადგურის ტვითრგამტარობის სიმძლავრეთა გაანალიზება, ტერმინალების საოპერატორო კომპანიებთან, უცხოელ თუ ადგილობრვ ინვესტორებთან ერთად ნავსადგურისა და მისი სიმძლავრეების განვითარების სქემების შემუშავება;
ნ) კონტროლის განხორციელება ნავსადგურში სახელმწიფო ტვირთების გადამუშავების შემთხვევაში;
ო) ხელის შეწყობა ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვისათვის, რომელთა მიზანია გადამტვირთავი კომპლექსებისა და ნაოსნობის უსაფრთხოების შემდგომი სრულყოფა და განვითარება;
პ) ნავსადგურის თანამშრომელთა სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, მათი წახალისების ღონისძიებათა განხორციელება;
ჟ) ოპერატორულ-სტივიდორული კომპანიებისათვის გადაუცემელ ნავმისადგომებზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა განხორციელება.
მუხლი 12🔗
ნავსადგურს არა აქვს უფლება განახოროციელოს სხვა საქმიანობა, გარდა კანონმდელობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული საქმიანობისა.
მუხლის 13
1. ნავსადგური თავის საქმიანობაში ითვალისწინებს მომხმარებელთა უფლებებსა და ინეტერესებს.
2. ნავსადგური თავის მომსახურებას გასწევს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული ფასებითა და ტარიფებით.
თავი IV. ნავსადგურის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 14🔗
ნავსადგური უფლებამოსილია:
ა) დაგეგმოს თავისი საქმიანობა და სხვა ორგანიზაციებთან ერთად განსაზღვროს ნავსადგურის განვითარების პერსპექტივები, სახელმწიფო და რეგიონალური ინტერესებიდან გამომდინარე, დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრულ სამუშაოებსა და მომსახურებაზე მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით;
ბ) ნავსადგურში აკონტროლოს სახელმწიფო ქონების შენახვისა და მოვლა-პატრონობის, ტექნიკური ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების, გარემოსა და სანიტარიული ნორმების დაცვის, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებათა შესრულების მიმდინარეობა; დარღვევების შემთხვევაში გამოიყენოს ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიებანი;
გ) კუთვნილი ქონების ბაზაზე დააფუძნოს საწარმოო და საზოგადოებრივი დანიშნულების სტრუქტურული ერთეულები 100%-იანი სახელმწიფო წილით, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები, შექმნას ერთობლივი საწარმოები;
დ) დააფუძნოს სპორტული კლუბები, ჟურნალ-გაზეთები და ა.შ., აწარმოოს საგამომცემლო საქმიანობა;
ე) თავის შემოსავლების ხარჯზე, შესაძლებლობის ფარგლებში, გაუწიოს სპონსორული დახმარება ცალკეულ პირებს, საზოგადოებრივ და შემოქმედებით ორგანიზაციებს, სპორტულ კლუბებსა და კოლექტივებს;
ვ) გამართოს სიმპოზიუმები, სემინარები, კონფერენციები და სხვა ღონისძიებები ნავსადგურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ზ) მიავლინოს საზღვარგარეთ სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესასწავლად, სიმპოზიუმებში, სემინარებში, კონფერენციება და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;
თ) აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო საზღვაო და სატრანსპორტო ორგანიზაციებთან;
ი) დაუწესოს კონტროლი ნავსადგურში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელებას, კოორდინაცია გაუწიოს ოპერატორულ-სტივიდორული კომპანიებისათვის საჭირო სპეციალისტების მომზადებასა და გადამზადებას სასწავლო-საკურსო ცენტრის მეშვეობით.
მუხლი 15🔗
ნავსადგური, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს სამობილიზაციო მომზადების ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) აკონტროლოს მოიჯარეების მიერ ნავსადგურის სახელმწიფო ქონების გეგმური შეკეთების გრაფიკების დაცვა და მათი შესრულების ხარისხი, იმ ღონისძიებათა განხორციელება, რომელთა მიზანია ძირითადი ფონდებისა და საბრუნავი საშუალებების გამოყენების გაუმჯობესება;
გ) უზრუნველყოს განვითარების საინვესტიციო პროექტების შემუშავება და შეთანხმება, წარუდგინოს ტრანსპორტის სამინისტროს წინადადებები, მათ შორის, სახელმწიფო კაპიტალურ დაბანდებათა მიზანშეწონილობის თაობაზე.
თავი V. ნავსადგურის მართვა
მუხლი 16🔗
1. ნავსადგურს მართავს ნავსადგურის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში _ მისი პირველი მოადგილე.
2. ნავსადგურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ნავსადგურის უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ნავსადგურის უფროსი ტრანსპორტის მინისტრთან შეთანხმებით.
3. ნავსადგურის თანამშრომლებს შორის თანამდებობრივ ფუნქციებს ანაწილებს ნავსადგურის უფროსი ამ დებულების თანახმად.
4. ნავსადგურის უფროსს (მოადგილეს), აგრეთვე სხვა ხელმძღვანელ პირებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი ან სპეციალური საზღვაო განათლება და საზღვაო დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
მუხლი 17🔗
ნავსადგურის უფროსი
ა) თავის ყოველდღიურ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნავსადგურის სამეურნეო პოლიტიკის პროგრამით და ასრულებს ამ პროგრამიდან გამომდინარე ტრანსპორტის მინისტრის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს;
ბ) წარმოადგენს ნავსადგურის ადმინისტრაციას მინდობილობის გარეშე, დადგენილი წესით მართავს საწარმოს ქონებას, დებს ხელშეკრულებებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, გასცემს მინდობილობებს, იღებს გადაწყვეტილებებს ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციის თაობაზე;
გ) ნავსადგურის უფროსის მოადგილეების წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს (დებს შრომით კონტრაქტს) და თანამდებობიდან ათავისუფლებს ნავსდაგურის სამსახურების, განყოფილებების, სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, აგრეთვე სხვა თანამშრომლებს;
დ) ხელს აწერს ნავსადგურის ფინანსურ დოკუმენტებს საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში;
ე) შეიმუშავებს მეთოდებსა და სტრატეგიას ნავსადგურის წინაშე დასახული მიზნების მისაღწევად და წარუდგენს ტრანსპორტის მინისტრს დასამტკიცებლად;
ვ) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით დებს ყველა ისეთი სახის გარიგებას, რომელიც შეეხება მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების გასხვისებას ან ვალდებულებებით დატვირთვას;
ზ) ადგენს ნავსადგურის წლიური ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ტრანსპორტის მინისტრს;
ი) საოპერატორო კომპანიებთან ერთად უზრუნველყოფს ნავმისადგომების მუშა მდგომარეობაში შენარჩუნებასა და უსაფრთხოების დაცვას;
კ) გამოსცემს ინდივიდუალურ (არანორმატიულ) ბრძანებებს, რომლებიც შესასრულებლად სავალდებულოა ნავსადგურის ყველა მუშაკისათვის, ხოლო, თუ ბრძანება ეხება დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებს, გემების მომსახურებას, აგრეთვე ნავსადგურის ტერიტორიაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ფუნქციების განხორციელებას, იგი სავალდებულოა ყველა გემისათვის, გემთმფლობელისათვის და ნავსადგურში მომუშავე საოპერატორო კომპანიებისათვის;
ლ) ნიშნავს კონტროლიორს (შიდა აუდიტს), რომელიც საწარმოო საქმიანობას აკონტროლებს დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული წესით.
მუხლი 18🔗
1. ნავსადგურის უფროსის პირველი მოადგილე:
ა) მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში ნავსადგურს წარმოადგენს ნავსადგურის უფროსის თანხმობით;
ბ) ერთპიროვნულად წარმოადგენს ნავსადგურს და ხელმძღვანელობს მის საქმიანობას, თუ ნავსადგურის უფროსი ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზების გამო ვერ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს.
2. ნავსადგურის უფროსის მოადგილეები კოორდინაცაის უწევენ და ხელმძღვანელობენ ნავსადგურის ცალკეული სამსახურების საქმიანობას.
3. ნავსდაგურის უფროსის მოადგილეებს ნავსადგურის უფროსის დავალებით შესაძლებელია მიეცეთ ცალკეული სპეციალური დავალებები ნავსადგურის ყოველდღიური საქმიანობის გაძღოლისათვის.
მუხლი 19🔗
ნავსადგურის სამსახურების, განყოფილებებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები ხელმძღვანელობენ ნავსადგურის შესაბამის სამსახურებს, ანაწილებენ ფუნქციებს სამსახურების თანამშრომლებს შორის, ნავსადგურის უფროსს (მოადგილეს) წარუდგენენ წინადადებებს სამსახურების თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
თავი VI. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 20🔗
ნავსადგურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
თავი VII. წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი
მუხლი 21🔗
ნავსადგურის წესდებაში ცვლილებები და დამატებები შედის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.