„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფოთის საზღვაო ნავსადგურის რეორგანიზაციისა და „ფოთის საზღვაო ნავსადგურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №705 ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №419
2004 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფოთის საზღვაო ნავსადგურის რეორგანიზაციისა და „ფოთის საზღვაო ნავსადგურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №705 ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ფოთის საზღვაო ნავსადგური კერძო სამართლის იურიდიულ პირად.
2. საქართველოს მთავრობამ ორ თვეში უზრუნველყოს ფოთის საზღვაო ნავსადგურის კერძო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №705 ბრძანებულება.
4. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს ბრძანებულების მე-2 პუნქტში აღნიშნული ღონისძიებების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში ფოთის საზღვაო ნავსადგურის, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის, რეგისტრაციისთანავე.
მ. სააკაშვილი