„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულლოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.126.016038
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110401049, 04/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2011 წლი ს 31 მარტი

ქ. თერჯოლა

„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში (სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.126.016034) და დადგენილების დანართი – „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ტ. ფანჩულიძე

 

დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

  საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების ღირებულები ს 1 პროცენტ ი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთ ებ ი ა:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა

1

სათიბები

18

2

საძოვრები

13

3

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები – მიწები ტყეებით ან მათ გარეშე, რომლებიც გამოიყენება სოფლის მეურნეობის დამხმარე საქმიანობაში

 

30

4

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ები

3

5

სახნავი და სხვა მიწები

65

მუხლი 5

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია:

 

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი ლარი/კვ.მ

( 0,24 X0,43)

1

0,24

0,43

0.1032

    მუხლი 6

1. ქონების გადასახადისაგან განთავისუფლებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე:

ა) საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთ ები;

დ) საკარმიდამო (საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

2. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60, 205-ე და 206-ე მუხლებით.