ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.02.2011 ძალადაკარგული 16.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.126.016034
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110228048, 09/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 2

2011 წლი ს 25 თებერვალი                      

ქ. თერჯოლა

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების                                  განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური  საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის  23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად , თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შემოღებულ იქნეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი გადასახადის ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 22 თებერვლის                                     №8 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს                                       2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

  საკრებულოს თავმჯდომარე                                                            ტ. ფანჩულიძე

                                                                                           დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების ღირებულები ს 1 პროცენტ ი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთ ებ ი ა:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4

 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) სათიბებისა და საძოვრებისათვის:

ა.ა ) გაკულტურებულ სათიბებზე – 19 ლარი;

ა.ბ) გაკულტურებულ საძოვრებზე –15 ლარი;

ა.გ) სათიბებზე (გარდა გაკულტურებული სათიბებისა) – 16 ლარი;

ა.დ) საძოვრებზე (გარდა გაკულტურებული საძოვრებისა) – 10 ლარი.

ბ) სხვა მიწებისათვის:

ბ.ა) კარგ მიწებზე – 71 ლარი

ბ.ბ) მწირ მიწებზე – 58 ლარი

    მუხლი 5

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 6

1.        არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი

ერთ კვადრატულ მიწაზე დადგინდეს 0,24 ლარი, ხოლო ტერიტორიული კოეფიციენტი 0,43.

2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი წელიწადში ერთ კვადრატულ მეტრ მიწაზე  განისაზღვროს ( 0,24 X0,43) 0,1032 ლარის ოდენობით.

    მუხლი 7

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.