ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.03.2011 ძალადაკარგული 06.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.167.016036
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110401057, 06/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

201 1 წლის 31 მარტი

ქ. ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის და ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 195 მუხლის შესაბამისად, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას

საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – ქ. ლაგოდეხში და მუნიციპალიტეტის სოფლებში მოქმედი ნორმატიული ფასის 10 პროცენტი;

ბ) უძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემისას – ნივთის საბაზრო ღირებულების 10 პროცენტი, ამასთან შენობა-ნაგებობების საპრივატიზებო ფასის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ მიწის ნორმატიული ფასი, რომელზეც განთავსებულია შესაბამისი შენობა-ნაგებობა;

გ) მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემისას – ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ან/და დამოუკიდებელი აუდიტის (შემფასებელი ექსპერტი) სათანადო დასკვნის საფუძველზე ღირებულების არანაკლებ 10 პროცენტისა.

3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 13 მაისის №16 დადგენილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     გ. გოზალიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.02.2015.
როდის იქნა მიღებული „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 31.03.2011. მიმღები ორგანო — ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 200230000.35.167.016036.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 06.02.2015-დან.
სად არის „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.02.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №8, 31.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.167.016036 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1266596/