"შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№164
სარეგისტრაციო კოდი
040170020.10.003.016324
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110404034, 05/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№164

2011 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

„შპს„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის2010წლის27იანვრის№20დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე-4პუნქტისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-3მუხლის პირველი პუნქტის„ა.თ“ქვეპუნქტის შესაბამისად„შპს„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის2010წლის27იანვრის№20დადგენილებაში(სსმ III, 2010წ., №10, მუხ. 111) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და დადგენილებით დამტკიცებული„შპს„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“მიერ ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის შეუფერხებლად განხორციელებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვების განხორციელების სპეციალური წესის“:

1. მე-3მუხლის„ი“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) გამარტივებული შესყიდვა– შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა.“.

2. მე-3მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის„ჟ“ქვეპუნქტი:

„ჟ) ფასის კლების ბიჯი– ფასის კლების ბიჯი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების0.5პროცენტიდან2პროცენტამდე ოდენობით.“.

3. მე-5მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის შესყიდვებს შემსყიდველი ორგანიზაცია ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული შესყიდვების გეგმის შესაბამისად. მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების საკითხს ითანხმებს შემსყიდველი ორგანიზაციის მმართველთა საბჭო.“.

4. მე-6მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შესყიდვის ობიექტის შესყიდვის საშუალებებია: გამარტივებული შესყიდვა, ფასთა გამოკითხვა და ტენდერი. შესყიდვის საშუალება შეირჩევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარდგენილი შესყიდვის განაცხადის საფუძველზე.“;

ბ) მე-2პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალების (მათ შორის, დასაშვებია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებები (შესყიდვის მოსაწვევი იგზავნება და პრეტენდენტის შეთავაზებები მიიღება ელექტრონული ფოსტით) გამოყენებით ქართულ, ინგლისურ ან სხვა უცხო ენებზე, თუ:

 ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს;

ბ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია;

გ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;

დ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას.“;

გ) მე-3პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ ერთეული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება5000ლარს, შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. სხვა შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია დებს წერილობით ხელშეკრულებას.“.

5. მე-8მუხლის მე-2პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ“ქვეპუნქტი:

„მ) ზეპირ ვაჭრობაზე ფასის კლების ბიჯი.“.

6. მე-12მუხლის:

ა) მე-3პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს სატენდერო კომისია წარუდგენს ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ სატენდერო წინადადებებით წარდგენილ ფასებს ან/და ერთეულის ფასებს. ვაჭრობის მონაწილე თითოეულ პრეტენდენტს უფლება აქვს, სამჯერ მოახდინოს თავის მიერ დაფიქსირებული ფასის შემცირება არანაკლებ სატენდერო წინადადების ფასის კლების ბიჯით განსაზღვრული ოდენობისა.“;

ბ) მე-4პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტების მიერ სატენდერო წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. სატენდერო წინადადების ფასის ცვლას თითოეულ რაუნდზე იწყებს უმაღლესი სატენდერო წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი.“.

7. მე-12მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8პუნქტი:

„8. ფასთა გამოკითხვის საშუალებით საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ზეპირი ვაჭრობის წესი.“.

8. მე-20მუხლის მე-2პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ანგარიშში მითითებული უნდა იქნეს შესყიდვის საშუალება (ფასთა გამოკითხვა, გამარტივებული შესყიდვა), ხელშეკრულების ნომერი და თარიღი, მიმწოდებელი, შესყიდვის ობიექტის დასახელება, სავარაუდო ღირებულება (ბიუჯეტი), ხელშეკრულების ღირებულება, ბიუჯეტში დარჩენილი რეზერვი, პირობითი დანაზოგი.“.

 9. დანართი№1და დანართი№2ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური

 

„დანართი №1

საწარმოს საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ჩამონათვალი

საქონლის დასახელება

1

ქვესადგურებში არსებული პირველადი და მეორადი (სარელეო) ელექტრომოწყობილობები (მათ შორის, ძალური, დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორები, ამომრთველები, გამთიშველები და სხვ.) და მათი დემონტაჟი-მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები

2

ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობილობა და მისი დემონტაჟი-მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობი ლ ობები

3

ქვესადგურებში სარელეო დაცვის, უჯრედის მართვისა და სასისტემო ავტომატიკის მოწყობილობა და მისი დემონტაჟი-მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები

4

ელექტრომრიცხველი და მისი დამონტაჟებისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები

5

რკინისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები

6

იზოლირებული და არაიზოლირებული კაბელი, სადენი, გვარლი

7

მონაცემთა მიღებისა და მართვის სისტემის (SCADA) პროექტის მასალა-მოწყობილობები

8

ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და მისი სამონტაჟო მასალა-მოწყობილობები

9

მ ზომი ხელსაწყოები და მათი სამონტაჟო მასალა-მოწყობილობები

10

სამშენებლო მასალები ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე რკინისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების გასამყარებლად, მათ შორის (მაგრამ არაშემოფარგლული შემდეგით):

ა) ხრეში;

ბ) ქვიშა;

გ) ღორღი;

დ) ბალასტი;

ე) ცემენტი;

ვ) ბეტონი;

ზ) არმატურა.

11

ქვესადგურის მართვის სისტემა, მისი პროგრამული და არაპროგრამული მოწყობილობები, მისი მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები (მათ შორის, სადენები და კაბელები)

12

ქვესადგურებისა და ელ. გადამცემი ხაზების მომსახურე სპეც. ავტოტექნიკა (ამწე, ამწე კალათა, ამწე კოშკურა, ამწე მანიპულატორი, ბრიგადის მანქანა, თვითმცლელი, ავტომანქანა ტექნიკური პერსონალის გადასაყვანად, უნაგირა საწევარი, ტრაქტორი, საწვავმზიდი, სავახტო ავტობუსი, სატვირთო მანქანა, მოძრავი ელ. ლაბორატორია, ავტოდამტვირთველი) და მისი ნაწილები

13

სპეცტანსაცმელი და სპეცინვენტარი.

 

 დანართი №2

საწარმოს საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული მომსახურების ჩამონათვალი

მომსახურების დასახელება

1

ქვესადგურების ან ხაზის მშენებლობის ტერიტორიაზე გადამცემი და გამანაწილებელი მოწყობილობის, აგრეთვე კონსტრუქციების რემონტი, დემონტაჟი, განახლება და მონტაჟი

 

2

ქვესადგურების ან ხაზის მშენებლობის ტერიტორიაზე გადამცემი და გამანაწილებელი მოწყობილობის, აგრეთვე კონსტრუქციების რემონტის, დემონტაჟის, განახლებისა და მონტაჟის მიზნით დეფექტური აქტებისა და პროექტების მომზადება

3

ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა, ინსტალირება, ექსპლუატაციაში გაშვება

4

გადამცემი ხაზისა და მართვის სისტემის მოწყობილობების ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება

5

გადამცემი ხაზისა და მართვის სისტემის მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და მომსახურება

6

მონაცემთა მიღებისა და მართვის სისტემის (SCADA) პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მომსახურება

7

იურიდიული მომსახურება

8

იჯარა, ქირავნობა და ლიზინგი

9

ტვირთების სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრასთან დაკავშირებული სატერმინალო (სატრანსპორტო საშუალების ან/და ტვირთის დგომა, დაცლა-დატვირთვა, საწყობში საქონლის დროებითი შენახვა) და საბროკერო (მოწოდებულ ან მისაწოდებელ საქონელზე სასაქონლო დეკლარაციების მომზადება) მომსახურება

10

საექსპერტო-აუდიტორული მომსახურება

11

ქვესადგურებისა და ელ. გადამცემი ხაზების მომსახურე სპეც. ავტოტექნიკის (ამწე, ამწე კალათა, ამწე კოშკურა, ამწე მანიპულატორი, ბრიგადის მანქანა, თვითმცლელი, ავტომანქანა ტექნიკური პერსონალის გადასაყვანად, უნაგირა საწევარი, ტრაქტორი, საწვავმზიდი, სავახტო ავტობუსი, სატვირთო მანქანა, მოძრავი ელ. ლაბორატორია და ავტოდამტვირთველი) ტექ. მომსახურება

12

ქვესადგურებში არსებული პირველადი და მეორადი (სარელეო) ელექტრომოწყობილობების, ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობილობის, რკინისა და რკინაბეტონის კონსტრუქციებისა და მათი სათადარიგო ნაწილების გადაზიდვის მომსახურება

13

აღრიცხვის მოწყობილობების დამოწმება-კალიბრირება

14

სხვადასხვა პროფესიული ტრენინგები.“.