„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №6 დადგენილევაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.151.016094
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №18

2012 წლის 23 მარტი

დაბა სტეფანწმინდა

 ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 24 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებულ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს“ დებულებაში (სსმ, 29.02.2012 წ., №0102260020.35.151.016082) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

 1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულება“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულება“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დ.სტეფანწმინდის ტერიტორიული ორგანო:

(სამოქმედო ტერიტორია _ სოფლები: დ. სტეფანწმინდა, ცდო, გველეთი);

ბ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სნოს ტერიტორიული ორგანო: (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სნო, აჩხოტი, კარკუჩა, ახალციხე, ჯუთა, ქოსელი, ართხმო );

გ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიონის ტერიტორიული ორგანო: ( სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სიონი, არშა, გარბანი, გაიბოტენი, თოთი, ფანშეტი, ვარდისუბანი );

დ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გორისციხის ტერიტორიული ორგანო: (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გორისციხე, ფხელშე, ტყარშეტი, ხურთისი, ყანობი);

ე) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კობის ტერიტორიული ორგანო: (სამოქმედო ტერირორია –სოფლები: კობი, უხათი, ალმასიანი, ნოოყაო, ზემო ოქროყანა, ქვემო ოქროყანა, შევარდენი, მნა, აბანო, კეტრისი, ტეფი, გიმარა, ცოცოლთა, ბურმასიგი, კართსოფელი, დესი,სუატისი,რესი);

ვ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გუდაურის ტერიტორიული ორგანო: (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გუდაური, განისი, ერეთო, სოკურიანი, ფალაგყაუ, ქუმლისციხე).”.

5.დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში ,სადაც არ არის სანოტარო ბიურო, უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ ,,ნოტარიარის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სანოტარო მოქმედებათა განხორციელებას;“.

6. დებულების მე- 3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულია.

7. დებულების მე-3 მუხლის მე- 4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოღებულია.

8. დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულია;

9. დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა”,„გ”, „ე”, „ვ”, „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულია;

10.დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ”, „დ”, „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულია.

11. დებულების მე-3 მუხლის მე- 8 პუნქტის ,,ვ”, „ზ”, „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულია.

12. დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა”, „დ”, „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულია.

13. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რადაქციით:

 „10. რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:

ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;

ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთებზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;

ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;

ვ) ჩასახლებული ემიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

    მუხლი 2.

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          გ. მალანია