„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 ივნისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2011 წლის 22 ივლისი
დ აბა სტეფანწმინდა
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 ივნისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :
მუხლი 1
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 ივნისის №29 დადგენილებაში (სსმ 23.06.2011წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1.დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მ191 მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად“.
2. დადგენილებით დამკიცებული წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: აღნაგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება, ,,საქართველოს სამოქალქო კოდექსით“ გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე“.
3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულია.
4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
,,როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზურფუქტის, ქირავნობის, იჯარის და ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენას ახორციელებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქირა ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში“.
5დადგენილებით დამტკიცებული მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულია.
6.დადგენილებით დამტკიცებული მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს სემდეგი რედაქციით:
„ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობაში გამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.“.
7. დადგენილებით დამტკიცებული მე-9 მუხლის მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს მიიღოს სარგებლობაში გადასაცემი ქონების შესახებ კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია, ასევე დაათვალიეროს იგი.“.
8. დადგენილებით დამტკიცებული მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ქონების დასახელებას, ქონების ქირის საწყის ფასს, რომლის სარგებლობაში მიღებაც სურს მონაწილეს, პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;“.
9. დადგენილებით დამტკიცებული მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან“.
10. დადგენილებით დამტკიცებული მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია