ქონების აუქციონის გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110404045, 05/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“  პირველი აუქციონის გამოცხადების თაობაზე

 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ გაკოტრების მმართველი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, აცხადებს პირველ აუქციონს შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ სამეურვეო მასაში შესული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის მიზნით.

მოვალის რეკვიზიტებია: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „3 მ ჯორჯია ავტოსერვისი“, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №73-ბ, საიდენტიფიკაციო კოდი 202211221.

აუქციონი შედგება 2011 წლის 18 აპრილს, 10 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი №16/18, ოფისი 2-9.

აუქციონზე გამოტანილ იქნება შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ სამეურვეო ქონება ერთიანი კომპლექსის სახით, რომლის საწყისი ფასი, აუდიტორული კომპანია შპს „აუდიტ ცენტრი იბერიას“ 2011 წლის 14 მარტის აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს  137 564.20 ლარს.

აუქციონზე გამოტანილი ქონება შედგება იაპონური და გერმანული წარმოების ავტომანქანების სათადარიგო ნაწილებისაგან.

სამეურვეო ქონების შეძენის მსურველთა განცხადებების მიღება იწარმოებს ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან და გაგრძელდება 2011 წლის 16 აპრილამდე, განცხადებები მიიღება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი №16/18, ოფისი 2-9, 10 სთ-დან 14 სთ-მდე.

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად პირი გაკოტრების მმართველს წარუდგენს განაცხადს და ბეს გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანს, ბეს სიდიდე შეადგენს საწყისი ფასის 10 პროცენტს და გადახდილ უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში, ლარებში. ამასთან ფიზიკურ პირებს დამატებით მოეთხოვებათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო იურიდიულ პირებს სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის და ამ ორგანიზაციის წესდების წარდგენა. დოკუმენტაციის არასრული სახით წარდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გამარჯვებულის გამოვლენის ძირითადი კრიტერიუმებია: მონაწილეთა შორის მაქსიმალური ფასის გადახდა, ვალდებულების აღება აუქციონის პირობების ზედმიწევნით დაკმაყოფილებაზე.

აუქციონის შედეგები აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ გაკოტრების მმართველი და აუქციონში გამარჯვებული.

აუქციონზე დასახელებული საბოლოო თანხის გადახდა წარმოებს ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში.

აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე უარი, ან/და დადგენილ ვადაში დარჩენილი თანხის გადაუხდელობა აუქციონში გამარჯვებულს უკარგავს ბეს უკან მოთხოვნის უფლებას.

უქციონის სხვა მონაწილეებს გადახდილი ბე უბრუნდებათ უკან მოთხოვნის წარდგენიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში.

ბე და ძირითადი თანხა ჩარიცხულ უნდა იქნეს შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი, ცენტრალური ფილიალი, შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისი“, ანგარიშის №177638900 გელ.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონის ნომერზე:  893 208008.

 გაკოტრების მმართველი              ვ. კეკელიძე