მეორე აუქციონის შესახებ ინფორმაცია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ინფორმაცია
შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ ქონების რეალიზაციის მიზნით
მეორე აუქციონის გამოცხადების შესახებ
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ გაკოტრების მმართველი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, აცხადებს მეორე აუქციონს შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ სამეურვეო მასაში შესული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის მიზნით.
მოვალის რეკვიზიტებია: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „3 მ ჯორჯია ავტოსერვისი“, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №73-ბ, საიდენტიფიკაციო კოდი 202211221.
აუქციონი შედგება 2011 წლის 18 მაისს, 10 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი №16/18, ოფისი 2-9.
აუქციონზე გამოტანილი ქონება შედგება იაპონური და გერმანული წარმოების ავტომანქანების სათადარიგო ნაწილებისაგან.
მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების რეალიზაცია განხორციელდება ნაწილ-ნაწილ, ორ ლოტად, კერძოდ:
ერთ ლოტად გამოტანილი იქნება შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ ბალანსზე რიცხული ავტომანქანების სათადარიგო ნაწილები, რომლის საწყისი ღირებულება შეადგენს 68 782.10 ლარს.
მეორე ლოტად გამოტანილი იქნება შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ ბალანსზე რიცხული ავტომანქანების სათადარიგო ნაწილები, რომლის საწყისი ღირებულება შეადგენს 68 782.10 ლარს.
სამეურვეო ქონების შეძენის მსურველთა განცხადებების მიღება იწარმოებს ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან და გაგრძელდება 2011 წლის 16 მაისამდე. განცხადებები მიიღება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი №16/18, ოფისი 2-9, 10 სთ-დან 14 სთ-მდე.
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად პირი გაკოტრების მმართველს წარუდგენს განაცხადს და ბეს გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანს; ბეს სიდიდე შეადგენს საწყისი ფასის 10 პროცენტს და გადახდილ უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში, ლარებში. ამასთან ფიზიკურ პირებს დამატებით მოეთხოვებათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო იურიდიულ პირებს სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის და ამ ორგანიზაციის წესდების წარდგენა. დოკუმენტაციის არასრული სახით წარდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
გამარჯვებულის გამოვლენის ძირითადი კრიტერიუმებია: მონაწილეთა შორის მაქსიმალური ფასის გადახდა, ვალდებულების აღება აუქციონის პირობების ზედმიწევნით დაკმაყოფილებაზე.
აუქციონის შედეგები აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ გაკოტრების მმართველი და აუქციონში გამარჯვებული.
აუქციონზე დასახელებული საბოლოო თანხის გადახდა წარმოებს ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში.
აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე უარი, ან/და დადგნილ ვადაში დარჩენილი თანხის გადაუხდელობა აუქციონში გამარჯვებულს უკარგავს ბეს უკან მოთხოვნის უფლებას.
უქციონის სხვა მონაწილეებს გადახდილი ბე უბრუნდებათ უკან მოთხოვნის წარდგენიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში.
ბე და ძირითადი თანხა ჩარიცხულ უნდა იქნეს შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი, ცენტრალური ფილიალი, შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისი“, ანგარიშის №177638900 გელ.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონის ნომერზე: 893 208008
გაკოტრების მმართველი ვ. კეკელიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მეორე აუქციონის შესახებ ინფორმაცია“?
- დიახ, განცხადება „მეორე აუქციონის შესახებ ინფორმაცია“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.05.2011.
- როდის იქნა მიღებული „მეორე აუქციონის შესახებ ინფორმაცია“?
- „მეორე აუქციონის შესახებ ინფორმაცია“ მიღებულია 03.05.2011. მიმღები ორგანო — შპს "3 მ ჯორჯია ავტოსერვისი". დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „მეორე აუქციონის შესახებ ინფორმაცია“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.05.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „მეორე აუქციონის შესახებ ინფორმაცია“, №0, 03.05.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1319588/