ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.03.2011 ძალადაკარგული 27.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.106.016026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110405019, 08/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2011 წლის 31მარტი                                              

ქ. ხობი                                                                                              

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შემოღებულ იქნეს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 25 თებერვლის №22 დადგენილება.

3. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით , გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                  მ. ჭოხონელიძე

 

დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების ღირებულები ს 1 პროცენტ ი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე - 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე - 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე - 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - 3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთ ებ ი ა:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტი.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ჰექტარზე  ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) სახნავი და სხვა მიწებისათვის - 76 ლარი;

ბ) საკარმიდამო მიწებისათვის - 76 ლარი;

გ) სათიბების ა თვის - 20 ლარი;

დ) საძოვრებისათვის - 16 ლარი;

    მუხლი 5

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 20 ლარი.

    მუხლი 6

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 7

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწ ის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები ქალაქ ხობსა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში განისაზღვრება შემდეგი ოდენობით ლარებში:

 

ხობის მუნიციპალიტეტი

ტერიტორიული კოეფიციენტი

საბაზისო

განაკვეთი

1 მ 2 -ზე

(ლარ )

წლიური გადასახადის განაკვეთი

1 მ 2 -ზე

(3 X 4)

1

2

3

4

5

1

ქ. ხობი

1,5

0,24

0,36

2

ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებ ი

1

0,24

0,24

 

    მუხლი 8

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:

ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული       ფართობი .

    მუხლი 9

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.