საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 1654–1659 მუხლების აბზაცები დაინომროს არაბული ციფრებით და ჩაითვალოს ნაწილებად.
2. 1654 მუხლის მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
3. 1655 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1655. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა
1. ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების მოთხოვნის დარღვევა, –
გამოიწვევს მმართველი ორგანოს წევრების დაჯარიმებას 1500 ლარამდე.
2. ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების ლიცენზირებული რეგისტრატორის შერჩევის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუტყობინებლობა, –
გამოიწვევს მმართველი ორგანოს წევრების დაჯარიმებას 400 ლარამდე.
3. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მოუმზადებლობა ან/და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, –
გამოიწვევს მმართველი ორგანოს წევრების დაჯარიმებას 2000 ლარამდე.
4. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანგარიშში არსებითი ინფორმაციის არასწორად ან არასრულად შეტანა, –
გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2000 ლარამდე.
5. პირის მიერ ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების შეძენის თაობაზე ანგარიშის ან/და შეტყობინების წარუდგენლობა, თუ მას კანონმდებლობით დადგენილი წესით ევალებოდა აღნიშნული ანგარიშის ან/და შეტყობინების წარდგენა,–
გამოიწვევს თითოეულ წარუდგენელ ანგარიშზე ან/და შეტყობინებაზე ამ პირის დაჯარიმებას 1500 ლარამდე.
6. პირის მიერ სატენდერო შეთავაზების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1500 ლარამდე.
7. პირის მიერ მინდობილობის თხოვნასთან დაკავშირებული წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარამდე.“.
4. 1659 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. პირის მიერ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წერილობითი მოთხოვნის შეუსრულებლობა, მისთვის შემოწმების ჩატარებაში ხელის შეშლა, კანონმდებლობის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარუდგენლობა ან/და არასწორი ან არასრული ინფორმაციის ან დოკუმენტის წარდგენა, –
გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1500 ლარამდე.“.
5. 2092 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2092. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია
ამ კოდექსის 1654–1659 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 18 ივლისი.
№2515–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.07.2003.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 18.07.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2515. სარეგისტრაციო კოდი — 020.000.000.05.001.001.335.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.07.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“, №2515, 18.07.2003, სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.335 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.07.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12730/