ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და საზღვრების დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2011 წლის 5 აპრილი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და საზღვრების დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1 . ტერიტორიული ორგანოები და მათი საზღვრები
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები და მათი საზღვრებია:
ა) ქალაქ ბოლნისის ტერიტორიული ორგანო (ქალაქი ბოლნისი);
ბ)კაზრეთის თემის ტერიტორიული ორგანო (დაბა კაზრეთი, სოფელი ბალიჭი);
გ)თამარისის თემის ტერიტორიული ორგანო (დაბა თამარისი, სოფლები: ცურტავი, ფარიზი);
დ) ნახიდურის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: ნახიდური, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური, ჭაპალა, მწყნეთი);
ე) ტალავერის თემის ტერიტორიული ორგანო ( სოფლები: ტალავერი, სავანეთი);
ვ) მამხუტის თემის ტერიტორიული ორგანო ( სოფლები: მამხუტი, ზემო არქევანი, ქვემო არქევანი, ხატავეთი);
ზ) რაჭისუბნის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: რაჭისუბანი, სამტრედო, ვანათი, ხატისოფელი);
თ) რატევნის თემის ტერიტორიული ორგანო ( სოფლები: რატევანი, ზვარეთი);
ი) სოფელ ქვემო ბოლნისის ტერიტორიული ორგანო ( სოფელი ქვემო ბოლნისი);
კ) ბოლნისის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: ბოლნისი, ზემო ბოლნისი, სამწევრისი, ფოლადაური);
ლ) აკაურთის თემის ტერიტორიული ორგანო ( სოფლები: აკაურთა, ძეძვნარიანი, ფოცხვერიანი, იწრია, ძველი ქვეში, გეტა, ბერთაკარი, სენები);
მ) დარბაზის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: დარბაზი, წიფორი, ხახალაჯვარი, ჭრეში);
ნ) სოფელ ტანძიის ტერიტორიული ორგანო ( სოფელი ტანძია);
ო) ქვეშის თემის ტერიტორიული ორგანო ( სოფლები: ქვეში, ჯავშანიანი, კიანეთი, მუშევანი, საბერეთი);
პ) სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანო ( სოფელი დისველი).
მუხლი 2
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ერთეულების შექმნის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 20 ნოემბრის №29 დადგენილება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და საზღვრების დადგენის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.07.2014.
- როდის იქნა მიღებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და საზღვრების დადგენის შესახებ“?
- „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და საზღვრების დადგენის შესახებ“ მიღებულია 05.04.2011. მიმღები ორგანო — ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №26. სარეგისტრაციო კოდი — 010080000.35.158.016034.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და საზღვრების დადგენის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 14.07.2014-დან.
- სად არის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და საზღვრების დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.07.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და საზღვრების დადგენის შესახებ“, №26, 05.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 010080000.35.158.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1273793/