საქართველოს მთავრობის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა, ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2007 ძალადაკარგული 30.01.2009
გამომცემი ორგანო
ნომერი
№300
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 186, 28/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №300

2007 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა, ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. საქართველოს მთავრობის საშუალოვადიანი სამოქ­მედო გეგმის შედგე­ნის მიზნით ღონისძიებათა განხორცი­ელების, ძირითადი მონა­ცე­მებისა და მიმართულებების შემუშავებისათვის შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომი­სია) შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე – რეგიო­ნალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი რეფორმების კოორდინაციის სა­კითხებში

თამარ ბერუჩაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკით­ხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ლევან დავითულიანი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მი­ნისტრის მოადგილე

ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

სერგო მესხი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

თეიმურაზ სამადაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეც­ნიერების მინისტრის მოადგილე

ირაკლი ღვალაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

კახაბერ ჩიქოვანი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინის­ტრის მოადგილე

ვერა ძნელაძე – საქართველოს თავდაცვის მინის­ტრის მოადგილე.

2. საქართველოს სამინისტროებმა 2008 წლის 5 თებერ­ვლამდე მოამ­ზადონ და კომისიას წარუდგინონ საშუალო­ვადიანი სამოქ­მედო გეგმის 2007 წლის შეფასება და ინფორ­მაცია 2008 წლის ბიუჯეტის შესახებ №1 და №2 დანართების მიხედვით.

3. საქართველოს სამინისტროებმა და სახელმწიფო მინის­ტრების აპარატებმა №3 დანართის შესაბამისად, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისმა აღმასრულებელმა ორგანოებმა და სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატო­რებმა საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეუ­ლებში №4 დანარ­თის შესაბამისად 2008 წლის 20 თებერ­ვლამდე უზრუნველყონ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების კომისიისათვის წარდგენა.

4. საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 15 მარტამდე უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის განახლებული საშუ­ალოვადიანი სა­მოქ­მედო გეგმების განხილვა.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) 2008 წლის 15 აპრილამდე უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული სამინისტროებისა და სახელ­მწიფო მინისტრების აპარატების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნე­ბულების – გუბერნატორების მიერ წარმოდგენილი ადგი­ლობრივი თვითმმართველი ერთეულების შემუშავებული საშუ­ა­ლოვადიანი სამოქმედო გეგმების ასახვა ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულე­ბების (BDD) დოკუმენტში.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს მთავ­რო­ბის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა და ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის №2 დადგენილება.

7. დადგენილების შესრუ­ლების კონტროლი და კოორდი­ნაცია განახორციელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა.

8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ვ. გურგენიძე

  დანართი №1

 

2007 წლის შეფასება

 

მხარჯავი დაწესებულება

 

2007 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტები და

მათში შემავალი

პროგრამები/ღონისძიებები

ბიუჯეტით

განსაზღვრული

ასიგნებები

2007 წლისთვის

მოსალოდნელი

შედეგები

2007 წელს

მიღწეული შედეგი

I. პრიორიტეტი

 

 

 

მ.შ. პროგრამები/ღონისძიებები

(ორგანიზაციული კოდის

მითითებით)

 

 

 

1.

 

 

 

2.

 

 

 

3.

 

 

 

 

 

 

 

II. პრიორიტეტი

 

 

 

მ.შ. პროგრამები/ღონისძიებები

(ორგანიზაციული კოდის

მითითებით)

 

 

 

1.

 

 

 

2.

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №2

 

ინფორმაცია 2008 წლის ბიუჯეტის შესახებ

 

2008 წლის ბიუჯეტით

განსაზღვრული პრიორიტეტები და მათში შემავალი პროგრამები/

ღონისძიებები

 

2008 წლის ბიუჯეტით

გათვალისწინებული

ასიგნება

2008 წლისთვის

მოსალოდნელი

შედეგები

I. პრიორიტეტი

 

 

მ.შ. პროგრამები/ღონისძიებები

(ორგანიზაციული კოდის

მითითებით)

 

 

1.

 

 

2.

 

 

3.

 

 

 

 

 

II. პრიორიტეტი

 

 

მ.შ. პროგრამები/ღონისძიებები

(ორგანიზაციული კოდის

მითითებით)

 

 

1.

 

 

2.

 

 

3

 

 

 

 

 

 

 დანართი №3

 

საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა (2009-2012 წწ.)

 ცხრილი №1

მხარჯავი დაწესებულება

პრიორიტეტები

1.

2.

3.

პრიორიტეტის დასაბუთება არსებული

სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე

 

 

 

განხორციელების სავარაუდო ვადები

(თუ მიმდინარეა, როდის დაიწყო)

 

 

 

მოსალოდნელი შედეგი

 

 

 

შედეგების შეფასების კრიტერიუმები

 

 

 

სავარაუდო ხელშემშლელი ფაქტორები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საშუალოვადიანი ბიუჯეტი

 ცხრილი №2

პრიორიტეტები და მათში შემავალი პროგრამები/ღონისძიებები

მოსალოდნელი

შედეგი

ასიგნებები

2009

2010

2011

2012

I. პრიორიტეტი

 

 

 

 

 

მ.შ. პროგრამები/ღონისძიებები

 

 

 

 

 

1.

 

 

 

 

 

2.

 

 

 

 

 

3.

 

 

 

 

 

II. პრიორიტეტი

 

 

 

 

 

მ.შ. პროგრამები/ღონისძიებები

 

 

 

 

 

1.

 

 

 

 

 

2.

 

 

 

 

 

3.

 

 

 

 

 

 

 

 

                    

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №4

 

ავტონომიური რესპუბლიკების/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების

პრიორიტეტები (2009-2012 წწ.)

საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა

       ცხრილი №1

 

ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო/შესაბამისი ადმინისტრაციულ-

ტერიტორიულ ერთეულში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი

პრიორიტეტები

1.

2.

3.

პრიორიტეტის დასაბუთება არსებული

სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე

 

 

 

განხორციელების სავარაუდო ვადები

 

 

 

მოსალოდნელი შედეგი

 

 

 

 

 

საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა

 ცხრილი №2

ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო/შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი

პრიორიტეტები და მათში

შემავალი

პროგრამები/ღონისძიებები

მოსალოდნელი

დაფინანსება სულ

(ათას ლარობით)

დაფინანსების წყაროები

საკუთარი შემოსულობები

არასაკუთარი სახსრები

2009

2010

2011

2012

2009

2010

2011

2012

2009

2010

2011

2012

I. პრიორიტეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მ.შ. პროგრამები/ღონისძიებები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

II. პრიორიტეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მ.შ. პროგრამები/ღონისძიებები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.