მშენებარე ობიექტის კონსერვაციის წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.02.2007 ძალადაკარგული 12.08.2008
გამომცემი ორგანო
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 25, 26/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №35

2007 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

მშენებარე ობიექტის კონსერვაციის წესის შესახებ

მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-6 მუხლისა და ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესა­ხებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესა­ბამისად:

1. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება იმ სამშე­ნებლო საქმიანობაზე, რომელსაც ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა, აგრეთვე ისეთ დანგრეულ, დამწვარ და საექსპლუატაციოდ გამოუსადეგარ შენობა-ნაგებობებზე, რომელთა დე­მონ­ტაჟი არ არის გათვალისწინებული.

2. კონსერვაცია გულისხმობს ობიექტის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული ნორმების დაცვას, მისი კონს­ტრუქციული ელემენტების დაუზიანებლად შენარჩუნებას, რაც უზრუნველყოფს სამშენებლო ღონისძიებათა შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობას, ამასთან, მოსაზღვრე შენობე­ბისა და ტერიტორიების უსაფრთხოებას.

3. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალის­წინებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის სამუშაოთა ექვს თვეზე მეტი ხნით შეჩერების შემთხვევაში უნდა განხორციელ­დეს ობიექტის კონსერვაცია.

4. ობიექტის კონსერვაცია ისე უნდა განხორციელდეს, რომ არ მოხდეს მისი ფიზიკური ცვეთა, კერძოდ:

ა) გატანილ უნდა იქნეს ობიექტიდან ნაგავი და სამშე­ნებლო ნარჩენები;

ბ) ობიექტი უნდა მოწესრიგდეს ისე, რომ არ მოხდეს ლითონის კონსტუქციების, ნაკეთობებისა და ელემენტების კოროზია; რკინა-ბეტონის კვანძები უნდა დამონოლითდეს;

გ) საძირკველი და ქვაბული დაცულ უნდა იქნეს ფერდე­ბის ჩამოქცევის, ასევე ატმოსფერული ნალექებისა და წყლის დაგრო­ვებისაგან;

დ) ობიექტსა და სამშენებლო მოედანზე დაცულ უნდა იქნეს უსაფრთხოების მოთხოვნები;

ე) ყოველგვარი მასალა (ფიცრები, ყალიბები, ცემენტი, გაჯი და სხვა) ისე უნდა დასაწყობდეს, რომ არ მოხდეს მათი ჩამოვარდნა, ჩამოცვენა, გაფრქვევა, მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურება ან დაზიანება, არ მოჰყვეს სხვა გაუთვალისწინებელი შედეგები;

ვ) უზრუნველყოფილ უნდა იყოს სამშენებლო მოედანზე უცხო პირთა შეუღწევლობა (უსაფრთხოების ღობე, ჩაკეტილი ჭიშკა­რი);

ზ) მშენებარე ობიექტი არ უნდა იქნეს გამოყენებული საწყობად, სათავსოდ, დროებით საცხოვრებლად, სხვა დანიშ­ნუ­ლებით;

თ) უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სამშენებლო მოედანზე დაშვე­ბულ პირთა უსაფრთხოება;

ი) ამწე მექანიზმები მოყვანილ უნდა იქნეს ისეთ მდგო­მარეობაში, რაც უზრუნველყოფს უარყოფითი შედეგების თავი­დან აცილე­ბას ნებისმიერ ამინდის პირობებში;

კ) ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგა­ნოს მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილებსა და შემთხვევებში ობიექტი უნდა შეიფუთოს დამცავი ბადით. ცვეთის შესაბამისად პერიოდულად უნდა მოხდეს დამცავი ბადის განახლება-გამოცვლა, ასევე _ უსაფრთხოების ღობის განახლება-გადაღებვა;

ლ) მშენებლობის დამკვეთმა რეგულარულად, დადგე­ნილი მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის საჭირო პერიოდუ­ლობით უნდა შეამოწმოს დაკონსერვებული ობიექტი.

5. ეს წესი არ ვრცელდება სასამართლოს ან არქიტექ­ტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხე­დველობის ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველ­ზე განსახორციელებელი დემონტაჟის სამუშაოებზე, რომელთა დასრულება გათვალისწინებულია პროექტით.

6. მშენებლობის დამკვეთი ზემოაღნიშნული წესების და­ცვით, კონსერვაციის ვადების მითითებით, ადგენს ობიექტის კონსერვაციის აქტს და დაუყოვნებლივ წარუდგენს არქიტექ­ტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედვე­ლობის ორგანოს.

7. განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში ობიექტის კონსერვაცია უნდა განხორციელდეს არა უმეტეს ერთი წლისა.

8. კონსერვაციის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებ­ლობა განისაზღვრება ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმია­ნობა­ზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი