საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.11.2007 ძალადაკარგული 22.02.2008
გამომცემი ორგანო
ნომერი
№253
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 164, 21/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №253

2007 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიის შექმნის შესახებ

 ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთი­ანი ლაბორა­ტორია (შემდგომში – ერთიანი ლაბორატორია).

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის სამი­ნისტრომ უზრუნველყონ:

ა) სამინისტროების სისტემაში არსებული და მშენებარე ლაბორატორიების ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა განსაზღვრა;

ბ) ერთიანი ლაბორატორიის დებულების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

გ) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი ბაზის სრულყოფა 2008 წლის პირველ იანვრამდე.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ უზრუნველყოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტროსა და სოფლის მეურ­ნეობის სამინისტროს მიერ ამ დადგენილების მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნ­ქტით განსაზღვრული ქონების გადაცემა ერთიანი ლა­ბო­რატორიისათვის.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) უზრუნველყოს ერთიანი ლაბორატორიის ხარჯის 2008 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვა­ლისწინება.

5. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმო­­ჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგი­რების ერთიანი ლაბორატორიის სახელმწიფო კონტროლი, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზან­შეწონილობის, ეფექტიანობისა და საფი­ნანსო-ეკონო­მი­კური საქმიანობის ზედამხედველობას, განახორ­ციელონ სა­ქარ­თველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის სამი­ნისტრომ.

6. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმო­ჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგი­რების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვას ახორცი­ელებს საკოორ­დინაციო საბჭო.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა პირველი პუნქტისა.

8. დადგენილების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის პირველ იანვარს.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი