სახელმწიფო პენსიაზე დანამატის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №258
2007 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო პენსიაზე დანამატის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. განისაზღვროს სოციალური დანამატები დახმარების სახით იმ სახელმწიფო პენსიებზე, რომლებიც დანიშნულია ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და რომელთა ოდენობა 55 ლარზე ნაკლებია.
2. სოციალური დანამატები განისაზღვროს დანიშნული სახელმწიფო პენსიის ოდენობის შევსებით 55 ლარამდე. ამ დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური დანამატის ოდენობის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ,,შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებით გათვალისწინებული დანამატი.
3. სოციალური დანამატები დადგინდეს 2007 წლის 1 დეკემბრიდან.
4. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, შეჩერება, განახლება და შეწყვეტა ავტომატურად იწვევს ამ დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური დანამატების დანიშვნას, შეჩერებას, განახლებასა და შეწყვეტას.
5. სოციალური დანამატების ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტო.
6. სოციალური დანამატის დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო პენსიაზე დანამატის განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.01.2008.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო პენსიაზე დანამატის განსაზღვრის შესახებ“?
- „სახელმწიფო პენსიაზე დანამატის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 24.11.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №258. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სახელმწიფო პენსიაზე დანამატის განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 09.01.2008-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო პენსიაზე დანამატის განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სახელმწიფო პენსიაზე დანამატის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.01.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო პენსიაზე დანამატის განსაზღვრის შესახებ“, №258, 24.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.01.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1276982/