„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის №30 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.163.016039
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110407012, 12/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

თელავის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა  №10

2011 წ ლის 31 მარტი

ქ. თელავი                                                 

„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010წლის 16 ნოემბრის №30 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკ ის ა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის №30 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკ ის ა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

1. სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. ეკონომიკისა და ტურიზმის განყოფილება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანების შესასრულებლად:

ა) ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამების შედგენას და მათი შესრულების მონიტორინგს;

ბ) ამზადებს თელავის მუნიციპალიტეტის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის   ამსახველ  ინფორმაცი ა ს;

გ)  ამზადებს ადგილობრივ მოსაკრებლებთან, ნებართვებთან და გადასახადებთან დაკავშირებულ პროექტებს.

 დ) უზრუნველყოფს უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის ინფორმაციის გაცემას: ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების,      ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების და დაცული ტერიტორიების, (ეროვნული       პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები და სხვა.) არქიტექტურული და      არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ღონისძიებ ებ ის, ფესტივალების,       სახალხო დღესასწაულების და სხვათა შესახებ;

ე) ხელს უწყობს ტურიზმსა და საკურორტო სფეროში დასაქმებულ კერძო  მეწარმეებს სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ;

ვ) უშუალოდ მონაწილეობს რეგიონის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემაში, ასევე სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება-შეგროვებაში, ტურიზმისა და საკურორტო სფეროს განვთარების პროექტების შემუშავებაში;

ზ) ახორციელებს საკურორტო ადგილების სანიტარ ი ული დაცვის ზონებში  დადგენილი რეჟიმების დაცვის მონიტორინგს ‘’ ;

სამსახურის დებულების მე-4 მუხლს დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ 61 . სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება მოქმედი კანონმ დ ებლობისა და თავისი

კომპეტენციის ფარგლებში:

ა) კონსულტაციებს უწევს ადგილობრივი შესყიდვების კომისიის წევრებს შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;

ბ) თვალყურს ადევნებს ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებ ი ს კანონ იერებას და ვადების დაცვას;

გ) უზრუნველყოფს საქართველოს შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულებების, ინფორმაციის და სხვა მასალების მომზადებას და მათ დროულად გადაგზავნას;

დ) ამზადებს მასალებს ადგილობრივი შესყიდვების გამარტივებული  ტენდერის  საშუალებით  განხორციელებისას;

ე) ამზადებს მასალებს ადგილობრივი შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელებისას;

ვ) მონაწილეობას ი ღებ ს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის შედგენაში და მასში ცვლილებების (კორექტირებული) შეტანის პროექტის მომზადებაში;

ზ) მონაწილეობას იღებს ტენდერის ჩატარები ს შესახებ განცხადების ტექსტ ი ს და სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებაში;

თ) ორგანიზებას უწევს ადგილობრივი შესყიდვის ტენდერის საშუალებით განხორციელებისას ოპერატიული და კვარტალური ანგარიშების შედგენას;

ი) მონაწილეობას იღებს ტენდერის მეშვეობით განხორციელებული ადგილობრივი შესყიდვების ხელშეკრულების პროექტის შემუშავებაში;

კ) გამგებლის დავალებით ამზადებს დასკვნებს ადგილობრივი შესყიდვების კანონ ის შესაბამისად წარმართვის თაობაზე;

ლ) შეისწავლის ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისას გამოვლენილ ნაკლოვანებებს და რეკომენდაციებს წარუდგენს გამგებელს მათი აღმოფხვრის    თაობაზე;

მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს გამგებლის, გამგებლის მოადგილისა და  სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას“.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილების მე-2 და მე-3პუნქტები.

4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;

5. დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, დ.აღმაშენებლის გამზ. №41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე                       ნ. ხუცაიძე