თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის №30 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.02.2011 ძალადაკარგული 31.03.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.163.016035
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110307014, 18/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2011 წლის 28 თებერვალი

ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის №30 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შ ეტანილ იქნეს ცვლილებ ები თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის № 30 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

1.სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ეკონომიკისა და ტურიზმის განყოფილება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;

გ) ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება.“.

2.მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეკონომიკისა და ტურიზმის განყოფილება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანების შესასრულებლად:

ა) ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამების შედგენას და მათი შესრულების მონიტორინგს;

ბ) ამზადებს თელავის მუნიციპალიტეტის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველ ინფორმაცი ა ს;

გ) ამზადებს ადგილობრივ მოსაკრებლებთან, ნებართვებთან და გადასახადებთან დაკავშირებულ პროექტებს;

დ) უზრუნველყოფს უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის ინფორმაციის გაცემას: ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების, ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების და დაცული ტერიტორიების (ეროვნული პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები და სხვა.) არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ღონისძიებანის, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების და სხვათა შესახებ;

ე) ხელს უწყობს ტურიზმსა და საკურორტო სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეებს სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში;

ვ) უშუალოდ მონაწილეობს რეგიონის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემაში, ასევე სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება-შეგროვებაში, ტურიზმისა და საკურორტო სფეროს განვითარების პროექტების შემუშავებაში;

ზ) ახორციელებს საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონებში, დადგენილი რეჟიმების დაცვის მონიტორინგს.“.

3. დებულებას დაემატოს 61 მუხლი:

„61. სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება მოქმედი კანონმდებლობისა და თავისი  კომპეტენციის ფარგლებში:

ა) კონსულტაციებს უწევს ადგილობრივი შესყიდვების კომისიის წევრებს შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;

ბ) თვალყურს ადევნებს ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებ ი ს კანონ იერებას და ვადების დაცვას;

გ) უზრუნველყოფს საქართველოს შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულებების, ინფორმაციის და სხვა მასალების მომზადებას და მათ დროულად გადაგზავნას;

დ) ამზადებს მასალებს ადგილობრივი შესყიდვების გამარტივებული ტენდერის საშუალებით განხორციელებისას;

ე) ამზადებს მასალებს ადგილობრივი შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელებისას;

ვ) მონაწილეობას ი ღებ ს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის შედგენაში და მასში ცვლილებების (კორექტირებული) შეტანის პროექტის მომზადებაში;

ზ) მონაწილეობას იღებს ტენდერის ჩატარები ს შესახებ განცხადების ტექსტ ი ს და სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებაში;

თ) ორგანიზებას უწევს ადგილობრივი შესყიდვის ტენდერის საშუალებით განხორციელებისას ოპერატიული და კვარტალური ანგარიშების შედგენას;

ი) მონაწილეობას იღებს ტენდერის მეშვეობით განხორციელებული ადგილობრივი შესყიდვების ხელშეკრულების პროექტის შემუშავებაში;

კ) გამგებლის დავალებით ამზადებს დასკვნებს ადგილობრივი შესყიდვების კანონ ის შესაბამისად წარმართვის თაობაზე;

ლ) შეისწავლის ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისას გამოვლენილ ნაკლოვანებებს და რეკომენდაციებს წარუდგენს გამგებელს მათი აღმოფხვრის თაობაზე;

მ) ა ნ ხორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს გამგებლის, გამგებლის მოადგილისა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას.“.

2.დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

3.დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის გამზ. №41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე                          ნ. ხუცაიძე