საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.01.2005 ძალადაკარგული 23.12.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 8, 25/01/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №36

2005 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლისა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმებისა და სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების მიზნით:

1. დაუწესდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეს სასურსათო ულუფის ნორმა თვეში არა უმეტეს 175 (ას სამოცდათხუთმეტი) ლარის ღირებულებით.

2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა კატეგორიებს და სასურსათო ულუფის ნორმას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.

3. ამ ბრძანებულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველყოფა განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

მ. სააკაშვილი