საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.07.2003 ძალადაკარგული 13.02.2004
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2593
სარეგისტრაციო კოდი
270.000.000.05.001.001.343
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 20/08/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 73-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ის დრო, რომლის განმავლობაშიც მუშა ან მოსამსახურე ფაქტობრივად არ მუშაობდა, მაგრამ მას ენახებოდა სამუშაო ადგილი (თანამდებობა) და იღებდა დახმარებას სავალდებულო სოციალური დაზღვევის სახსრებიდან;“.

2. 152-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო მსუბუქ, დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანის დროს დამსაქმებელი მუშებსა და მოსამსახურეებს შეუნარჩუნებს წინანდელ საშუალო ხელფასს სამუშაოზე გადაყვანის დღიდან ორი კვირის განმავლობაში, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში დამსაქმებლის მიერ წინანდელი საშუალო ხელფასი მუშებსა და მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების მთელი დროის განმავლობაში ან ეძლევათ დახმარება სავალდებულო სოციალური დაზღვევის სახსრებიდან.“.

3. 159-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 159. შვებულება ორსულობისა და მშობიარობის და ახალშობილი ბავშვის შვილების გამო

1. მომუშავე ქალებს ორსულობისა და მშობიარობის გამო და ქალებს, რომლებმაც ახალშობილი ბავშვი იშვილეს უშუალოდ სამშობიარო სახლიდან, ეძლევათ შვებულება და დახმარება სავალდებულო სოციალური დაზღვევის სახსრებიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შვებულების ხანგრძლივობა და დახმარების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „სადაზღვევო გასაცემლების დანიშვნისა და გაცემის წესის“ შესაბამისად.“.

4. 162-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. XVII თავი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი           ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 23 ივლისი.

№2593 რს