საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №289
2004 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 184 ერთეულით.
2. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები თანახმად დანართისა.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 მარტის № 84 ბრძანებულება.
4. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 2 აგვისტოდან.
მ. სააკაშვილი
დანართი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | ადმინისტრაციის უფროსი | 665 |
| 2 | უფროსის მოადგილე | 645 |
| 3 | საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი | 625 |
| 4 | საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე | 625 |
| 5 | საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი | 625 |
| 6 | საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის მოადგილე | 615 |
| 7 | სამსახურის უფროსი | 615 |
| 8 | სამდივნოს უფროსი | 615 |
| 9 | კანცელარიის უფროსი | 615 |
| 10 | არქივის უფროსი | 615 |
| 11 | სამსახურის უფროსის მოადგილე | 605 |
| 12 | სამმართველოს უფროსი | 595 |
| 13 | განყოფილების უფროსი | 585 |
| 14 | მოქალაქეთა მისაღების უფრ ოს ის | 585 |
| 15 | მთავარი ბუღალტერი | 450 |
| 16 | მთავარი მრჩეველი | 450 |
| 17 | ჯგუფის უფროსი | 450 |
| 18 | მრჩეველი | 410 |
| 19 | მთავარი რეზიდენციის კომენდატი | 410 |
| 20 | მთავარი სპეციალისტი | 400 |
| 21 | წამყვანი სპეციალისტი | 390 |
| 22 | ბუღალტერი | 390 |
| 23 | უფროსი სპეციალისტი | 380 |
| 24 | კომენდატი | 330 |
| 25 | მოლარე | 220 |
| 26 | სპეციალისტი | 220 |