ბათუმის ნავსადგურში უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდების შესვლისა და ყოფნის დროებითი შეზღუდვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №94
2004 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
ბათუმის ნავსადგურში უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდების შესვლისა და ყოფნის დროებითი შეზღუდვის შესახებ
"საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს სასიცოცხლო და სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე:
1. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 12 დეკემბრის №53 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საზღვაო ნავსადგურების წესების 94-ე მუხლით განსაზღვრულ ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდების შესვლა და ყოფნა განხორციელდეს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით, სატვირთო ოპერაციების ვადით.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ინფრასტუქტურისა და განვითარების სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ:
ა) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაუყოვნებლივ გაატარონ ამ ბრძანებულების მოქმედების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ღონისძიებები;
ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ ამ ბრძანებულების თაობაზე შესაბამისი უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება.
მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბათუმის ნავსადგურში უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდების შესვლისა და ყოფნის დროებითი შეზღუდვის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.03.2004.
- როდის იქნა მიღებული „ბათუმის ნავსადგურში უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდების შესვლისა და ყოფნის დროებითი შეზღუდვის შესახებ“?
- „ბათუმის ნავსადგურში უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდების შესვლისა და ყოფნის დროებითი შეზღუდვის შესახებ“ მიღებულია 15.03.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №94. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ბათუმის ნავსადგურში უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდების შესვლისა და ყოფნის დროებითი შეზღუდვის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 18.03.2004-დან.
- სად არის „ბათუმის ნავსადგურში უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდების შესვლისა და ყოფნის დროებითი შეზღუდვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.03.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ბათუმის ნავსადგურში უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდების შესვლისა და ყოფნის დროებითი შეზღუდვის შესახებ“, №94, 15.03.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.03.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1277726/