აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებისა და მისი მიმდებარე შავი ზღვის აკვატორიის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეში ფრენის დროებითი აკრძალვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.03.2004 ძალადაკარგული 18.03.2004
გამომცემი ორგანო
ნომერი
№95
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 15/03/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №95

2004 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებისა და მისი მიმდებარე შავი ზღვის აკვატორიის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეში ფრენის დროებითი აკრძალვის შესახებ

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის საფუძველზე:

1. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ საზოგადოებრივი და ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებისა და მისი მიმდებარე შავი ზღვის აკვატორიის 12 მილიანი ზოლის ზემოთ 0-დან 11000 ფუტამდე სიმაღლეზე არსებული საჰაერო სივრცის ფარგლებში ფრენის დროებითი აკრძალვის მიზნით განახორციელოს 1944 წლის 7 დეკემბრის ჩიკაგოს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ:

ა) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაუყოვნებლივ გაატარონ ამ ბრძანებულების მოქმედების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ღონისძიებები;

ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ ამ ბრძანებულების თაობაზე შესაბამისი უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება.

3. ეს ბრძანებულება ძალაშია 2004 წლის 1 მაისამდე.

მ. სააკაშვილი