საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №99
2004 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ
1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ერთიანი საბაჟო პოლიტიკის გატარების უზრუნველსაყოფად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობა.
2. საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლად ქ. ბათუმის ნავსადგურში დაინიშნოს ვასილ სანოძე.
3. საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლად სარფის სასაზღვრო გამტარ და საბაჟო გამშვებ პუნქტებში დაინიშნოს დავით ახალაია.
4. ამ ბრძანებულების მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა ერთ კვირაში დასამტკიცებლად წარმოადგინონ წარმომადგენლობის დებულება და სტრუქტურა.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) და ეკონომიკის სამინისტრომ (ი. რეხვიაშვილი) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.07.2005.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ“?
- „საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ“ მიღებულია 18.03.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №99. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 12.07.2005-დან.
- სად არის „საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.07.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ“, №99, 18.03.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.07.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1278050/