საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლეთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.05.2004 ძალადაკარგული 26.07.2004
გამომცემი ორგანო
ნომერი
№182
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 55, 27/05/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №182

2004 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლეთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მე-11 მუხლის:

ა) „ბ” ქვეპუნქტში მოცემულ დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭის მდივნის მოადგილეები, უშიშროების საბჭოს აპარატის პოლიტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი;

ბ) „გ” ქვეპუნქტში მოცემულ დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის პოლიტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

გ) „დ” ქვეპუნქტში მოცემულ დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის პოლიტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი მრჩევლები, ხოლო, თუ მათ აქვთ დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის სულ ცოტა 2 წლის სტაჟი და/ან აქვთ მინიჭებული დიპლომატიური რანგი, გათანაბრდნენ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „გ” ქვეპუნქტში მოცემულ დიპლომატიური თანამდებობის პირებთან.

მ. სააკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლეთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.07.2004.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლეთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ“?
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლეთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ“ მიღებულია 25.05.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №182. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლეთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.07.2004-დან.
სად არის „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლეთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.07.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლეთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ“, №182, 25.05.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1279131/