საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №164
2005 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის შექმნის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი გასამხედროებული სამთო მაშველი ნაწილების შტაბის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სპეციალიზებული სამთო მაშველი (შემდგომში – სამთო მაშველი).
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი) ერთ თვეში შეიმუშაოს და დაამტკიცოს სამთო მაშველის წესდება და დანიშნოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) და ქ. თბილისის მერიამ (ზ. ჭიაბერაშვილი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყონ სამთო მაშველისათვის სახელმწიფო ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
4. სამთო მაშველის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.09.2007.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის შექმნის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის შექმნის შესახებ“ მიღებულია 23.03.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №164. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 12.09.2007-დან.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.09.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის შექმნის შესახებ“, №164, 23.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.09.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1279723/