საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №259
2005 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შექმნის შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ხალხური შემოქმედების სამეცნიერო მეთოდური ცენტრის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი, დაამტკიცოს მისი დებულება და დანიშნოს ცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
3. ცენტრს ქ. თბილისში, რუსთაველის პრ. №22-ში მდებარე შენობის მეორე სართული (236 კვ.მ) გადაეცეს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ხოლო მოძრავი ქონება – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უმოკლეს დროში უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტში მითითებული ქონების ცენტრისათვის გადასაცემად.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შექმნის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შექმნის შესახებ“ მიღებულია 27.04.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №259. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.02.2015-დან.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შექმნის შესახებ“, №259, 27.04.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1279992/