საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.04.2005 ძალადაკარგული 23.02.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№78
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 52, 28/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №78

2005 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე:            

1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტი.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის წესდების დამტკიცება დადგენილი წესით.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტი ჩაითვალოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.

4. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტს გადაეცეს დანართის მიხედვით გათვალისწინებული ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ.

6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              ზ. ნოღაიდელი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.02.2006.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“ მიღებულია 25.04.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №78. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.02.2006-დან.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.02.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“, №78, 25.04.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1280548/