საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს, სამმართველოს დაქვემდებარებული დანაყოფების და ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.07.2004 ძალადაკარგული 21.01.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№297
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 78, 31/07/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №297

2004 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს, სამმართველოს დაქვემდებარებული დანაყოფების და ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს, სამმართველოს დაქვემდებარებული დანაყოფების და ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს, სამმართველოს დაქვემდებარებული დანაყოფებისა და ავტომაგისტრალების საპატ-რულო პოლიციის თანამშრომლებს დაუწესდეთ დანამატი თანამდებობრივ განაკვეთზე ამ ბრძანებულების დანართის შესაბამისად.

2. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული დანამატების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-სათვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში.

მ. სააკაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს, სამმართველოს დაქვემდებარებული დანაყოფების და ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა თანამდებობრივი განაკვეთისთვის დაწესებული დანამატების ნუსხა

თანამდებობა

დანამატი თანამდებო­ბრივ განაკვეთზე (ლარობით)

1

ცენტრალური აპარატი

 

 

I თანრიგი

მთავარი სამმართველოს უფროსი

420,00

 

II თანრიგი

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე,

სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები

410,00

 

III თანრიგი

სამსახურის, განყოფილების, ქვეგანყოფილების

უფროს ები, მათი მოადგილეები და განსაკუთრებული მნიშვნელობის უფროსი ინსპექტორი

400,00

 

IV თანრიგი

უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი და მათთან

გათანაბრებული პირები

390,00

 

V თანრიგი

რიგით და უმცროს მეთაურთა შემადგენლობა

380,00

 

VI თანრიგი

მოსამსახურე

230,00

2

ქ. თბილისის რაიონული სამმართველოები

 

 

I თანრიგი

სამმართველოს უფროსი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები

370,00

 

II თანრიგი

სამსახურის, განყოფილების, ქვეგანყოფილების

უფროსები, მათი მოადგილეები და განსაკუთრებული მნიშვნელობის უფროსი ინსპექტორი

350,00

 

III თანრიგი

უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი და მათთან

გათანაბრებული პირები

340,00

 

IV თანრიგი

რიგით და უმცროს მეთაურთა შემადგენლობა

330,00

 

V თანრიგი

უბნის ინსპექტორი

150,00

3

ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის სამმართველო

 

 

I თანრიგი

სამმართველოს უფროსი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები

620,00

 

II თანრიგი

სამსახურის, განყოფილების, ქვეგანყოფილების უფროსები, მათი მოადგილეები და ასეულის უფროსი

520,00

 

III თანრიგი

უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი და მათთან გათანაბრებული პირები

470,00

 

IV თანრიგი

პატრულ-ინსპექტორი

420,00

 

V თანრიგი

რიგით და უმცროს მეთაურთა შემადგენლობა

410,00

4

ქ. თბილისის საგამოძიებო სამსახური

 

 

I თანრიგი

სამსახურის უფროსი, მისი მოადგილე, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი

400,00

 

II თანრიგი

მოსამსახურე

110,00

5

ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო

 

 

I თანრიგი

მთავარი სამმართველოს უფროსი

600,0

 

II თანრიგი

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე,

აპარატის, სამსახურის, განყოფილების,

ქვეგანყოფილების უფროსები

 

520,00

 

III თანრიგი

უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი და პატრულ-ინსპექტორი

470,00

 

IV თანრიგი

რიგით და უმცროს მეთაურთა შემადგენლობა

420,00

 

V თანრიგი

მოსამსახურე

110,00