საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №81
2005 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის საავიაციო ინსტიტუტი.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის წესდების დამტკიცება დადგენილი წესით.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის საავიაციო ინსტიტუტი ჩაითვალოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.
4. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბათუმის საავიაციო ინსტიტუტს გადაეცეს დანართის მიხედვით გათვალისწინებული ქონება კანონმდებლობით დადგ-ნილი წესით.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი