საქართველოში უცხოელი ინვესტორების საქმიანობისას წამოჭრილი პრობლემური საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისიის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.09.2005 ძალადაკარგული 03.04.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№166
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 114, 28/09/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №166

2005 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში უცხოელი ინვესტორების საქმიანობისას წამოჭრილი პრობლემური საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისიის შესახებ

 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად საქართველოში უცხოელი ინვესტორების საქმიანობისას წამოჭრილი პრობლემური საკითხების განხილვისა და ოპერატიულად გადაწყვეტი­სათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების მიზნით:

 1. შეიქმნას საქართველოში უცხოელი ინვესტორების საქმიანობისას წამოჭრილი პრობლემური საკითხების გან­მხილ­ველი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ნათია თურნავა – საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდო­მარე

ეკატერინე ავალიანი – საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობისა და საერთაშორისო პროგრამების დე­პარ­ტამენტის უფროსი

ზურაბ ანთელიძე – საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საბაჟო დეპარ­ტა­მენტის თავმჯდომარე

დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინის­ტრის მოადგილე

ნინო ენუქიძე – საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების სამინისტროს იური­დიული დეპარტამენტის უფროსი

თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების მინისტრის მოადგილე

კოტე კორკელია – საქართველოს იუსტიციის მინის­ტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ვასილ მანაგაძე – სსიპ „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს” დირექტორის მოვალეობის შემსრულე­ბელი, კომისიის მდივანი

ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს სახელმწიფო საქვე­უწყებო დაწესებულების – საგა­და­სახადო დეპარტამენტის თავ­მჯდომარე

გიორგი რობაქიძე – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელ­მწიფო მინისტრის აპარატის ევრო­ინტეგრაციების საკითხთა კოორ­დინაციის სამსახურის მთა­ვარი სპეციალისტი

ქეთევან ქოქრაშვილი – რეფორმების კოორდინაციის სა­კითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი

გიორგი ღუღუნიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებ­რივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე

დავით წიკლაური – საქართველოს ეკონომიკური გან­ვი­თარების მინისტრის მოადგილე

კონსტანტინე ხმალაძე – საქართველოს მთავრობის კანცე­ლარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის რეგიონალური ეკო­­­ნომიკის განყოფილების უფ­რო­სი.

2. კომისიამ უზრუნველყოს საქართველოში უცხოელი ინვესტორების საქმიანობისას წამოჭრილი პრობლემური საკითხების სისტემატურად განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება საქართველოს მთავრობის სხდომისათვის წარსადგენად.

3. კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველ­ყოფა განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინისტრომ.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი