გადაუდებელ ნაპირსამაგრ სამუშაოთა განმსაზღვრელი კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.11.2005 ძალადაკარგული 05.07.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№197
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 129, 03/11/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №197

2005 წლის 3 ნოემბერი

 ქ. თბილისი

გადაუდებელ ნაპირსამაგრ სამუშაოთა განმსაზღვრელი კომისიის შექმნის შესახებ

1. “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანო­ნის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას გადაუდებელ ნაპირსამაგრ სამუშაოთა განმსაზ­ღვრელი კომი­სია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცე­ლა­რიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

ნიკოლოზ გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინის­ტრი

რომან დალაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური გან­ვითა­რების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლების – საავტომობილო გზე­ბის დეპარტამენტის თავმჯდომარე

გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნე­ობის მინისტრი

ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვი­თა­რების მინისტრი, კომისიის თავმჯდო­მარის მოადგილე.

2. კომისიამ შეიმუშაოს წინადადებები პრიორიტეტულ, გადაუდებელ სამუშაოთა მიხედვით თანხების განაწილებისა და მათი ხარჯვის მონიტორინგის განხორციელების შესახებ.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ – საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი) უზრუნველყოს ამ განკარ­გულების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. კატასტროფების თავიდან აცილების, მდინარეთა აუზის მართვის, ნაპირსამაგრ სამუშაოთა ინსტიტუციური მოწყობის თაობაზე წინადადებების შემუშავების მიზნით კომისიასთან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბენდუქიძე – რეფორმების კოორდინაციის საკით­ხებში საქართველოს სახელ­მწიფო მინისტრი, სამუშაო ჯგუ­ფის ხელ­მძღვანელი

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცე­ლა­რიის რეგიონალურ საკითხთა დეპარ­ტამენტის უფროსი

ნიკოლოზ გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინის­ტრი

გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

ფრიდონ სადუნიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამი­ნისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო უსაფ­რთხოების სამსახუ­რის უფროსი

მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნე­ობის მინისტრი

ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური გან­ვი­თა­რების მინისტრი.

5. სამუშაო ჯგუფმა 2005 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუ­შაოს წინადადებები კატასტროფების თავიდან აცილების, მდი­ნარეთა აუზის მართვის, ნაპირსამაგრ სამუშაოთა განმახორ­ციელებელი სამსახურის ინსტიტუციური მოწყობის შესახებ.

6. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციე­ლოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე), ხოლო სამუშაო ჯგუფის კორდინაცია – რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელ­­მწიფო მინისტრმა კ. ბენდუქიძემ.

7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნაპირსამაგრ სამუ­შაო­თა განსაზღვრის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესა­ხებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №417 განკარგულება.

8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი