რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.11.2005 ძალადაკარგული 01.12.2009
გამომცემი ორგანო
ნომერი
№212
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 136, 24/11/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №212

2005 წლის 23 ნოემბერი

ქ. თბილისი

რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს რეგულარული საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი

დებულება

რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს დებულება განსაზღვრავს რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) (თუ შეთანხმებულ ხაზებზე ფრენის სიხშირეთა შეზღუდვა დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) გამცემ ორგანოს, გაცემის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ლიცენზიის გამცემი ორგანოა დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია).

    მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი

1. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.

2. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს ადმინისტრაცია.

    მუხლი 4. ლიცენზიის ფასი

აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს ადმინისტრაცია.

    მუხლი 5. სალიცენზიო პირობები

“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი საბუთების გარდა ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ბ) ლიცენზიის მაძიებლის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოწმობის (სერტიფიკატის) ასლი;

გ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები (პოლისები ან სხვა ეკვივალენტური საბუთები) იმ ზიანის გამო, რომელიც შეიძლება მიადგეთ ეკიპაჟის წევრს, მგზავრს, ტვირთის ან საფოსტო გზავნილების გამგზავნს (მიმღებს) ანდა მესამე პირს ამ ექსპლუატანტის მოქმედებით;

დ) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტების ნიმუშები (სამგზავრო ბილეთები, ავიასატვირთო ზედნადები);

ე) აუქციონში მონაწილეობისათვის ბეს შეტანის დამადასტურებელი საბუთი.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულება

რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის (თუ შეთანხმებულ ხაზებზე ფრენის სიხშირეთა შეზღუდვა დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) ლიცენზიის ფორმა მტკიცდება ადმინისტრაციის თავმჯდომარის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.