მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციის, მმართველობით დონეებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და თვითმმართველობის განვითარების სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №30
2004 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციის, მმართველობით დონეებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და თვითმმართველობის განვითარების სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ
მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და პროგრამის დამუშავების, დეცენტრალიზაციის პროცესის თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმართვის, მმართველობით დონეებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და თვითმმართველობის განვითარების მიზნით:
1. შეიქმნას სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ მელიქიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
პაატა ბოლაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის უფროსის მოადგილე
ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
გიორგი იმნაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
ირაკლი კლდიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ირაკლი რეხვიაშვილი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
თემურ სამადაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
თამარ სულუხია – საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრი
კოკა ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზურაბ ჭიაბერაშვილი – ქალაქ თბილისის მერი.
2. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ:
ა) თავისი საქმიანობის განხორციელებისას მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომისიის მუშაობაში მათი წარმომადგენლების მონაწილეობით;
ბ) კოორდინაცია გაუწიოს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების მიერ რეგიონალურ სფეროში მიმდინარე და პერსპექტიული პროექტების განხორციელებას;
გ) ერთ თვეში მოამზადოს წინადადებები მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციის პროცესის განხორციელების კონკრეტულ ღონისძიებათა შესახებ.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციის, მმართველობით დონეებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და თვითმმართველობის განვითარების სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.08.2004.
- როდის იქნა მიღებული „მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციის, მმართველობით დონეებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და თვითმმართველობის განვითარების სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ“?
- „მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციის, მმართველობით დონეებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და თვითმმართველობის განვითარების სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ“ მიღებულია 24.04.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №30. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციის, მმართველობით დონეებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და თვითმმართველობის განვითარების სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.08.2004-დან.
- სად არის „მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციის, მმართველობით დონეებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და თვითმმართველობის განვითარების სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.08.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციის, მმართველობით დონეებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და თვითმმართველობის განვითარების სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ“, №30, 24.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1286354/