საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისაღები და სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.07.2006 ძალადაკარგული 29.08.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№144
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 101, 01/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №144

2006 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისაღები და სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებ­ლო დაწესებულებებში მისაღები და სტუდენტთა მაქსი­მალური კონტინგენტის განსაზღვრის მიზნით „საქართველოს მთავრო­ბის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმი­ანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ” ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისაღები და სტუდენ­ტთა მაქსიმალური კონტინგენტის განსაზღვრის წესი თანდარ­თული ფორმულით.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისაღები და სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტის განსაზღვრის წესი

    მუხლი 1.

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ინსტიტუციონალური აკრედიტაციის მახასიათებლები – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებით განსაზღვრული ინსტიტუციონალური აკრედიტაციის კრიტერიუმების მახასიათებლები: სასწავლო და კვლევითი მიზნებისათვის განკუთვნილი ფართობი, აკადემიური პერსონალი, კომპიუტერები, სტუდენ­ტები, მათ შორის იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც ამ ფორმულით განსაზღვრული კონტინგენტის მიღების ვადამდე დაასრულებენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორან­ტურის, დიპლომიანი სპეციალისტისა და ერთსაფეხურიან სულ ცოტა 5-წლიან საგანმანათლებლო პროგრამებს და სხვ.;

ბ) ინსტიტუციონალური აკრედიტაციისათვის დადგენილი ნორმატივები – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებით განსაზღვრული ინსტიტუციონალური აკრედიტაციის კრიტერიუმები: სტუდენტებთან მიმართებით სასწავლო და კვლევითი მიზნებისათვის განკუთვნილი ფართობი, სტუდენტებთან მიმართებით აკადემი­ური პერსონალის რაოდენობა და სხვ.;

გ) სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა რაოდენობა, რომელიც დგინდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლების ინსტიტუციონალური აკრედიტაციის მინიჭებისას ან ინსტიტუციონალური აკრედიტაციის მქონე უმაღლესი საგანმა­ნათლებლო დაწესებულების მიმართვის შედეგად, აგრეთვე ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმა­ნათლებლო დაწესებულებისათვის;

დ) მისაღები კონტინგენტი – უმაღლესი საგანმანათლებ­ლო დაწესებულების სტუდენტთა რაოდენობა, რომელიც დგინდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლების ინსტი­ტუ­ციონალური აკრედიტაციის მინიჭებისას ან ინსტიტუ­ცი­ო­ნალური აკრედიტაციის მქონე უმაღლესი საგანმანათ­ლებლო დაწესებულების მიმართვის შედეგად, აგრეთვე ახალდაფუძ­ნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათ­ლებლო დაწესებულებისათვის (შემდგომში – აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) და რომლის ფარგლებშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.

    მუხლი 2.

1. აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებაში მისაღები და სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტის განსაზღვრის მიზანია უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათ­ლებლო დაწესებულების შესაბამისობა აკრედიტაციის კრიტერიუმებთან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულე­ბაში მისაღები და დამამთავრებელი სტუდენტების რაოდე­ნობის გათვალისწინებით.

2. აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებაში მისაღები და სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტი განისაზღვრება ინსტიტუციონალური აკრედიტაციის მინიჭე­ბისას ან ინსტიტუციონალური აკრედიტაციის მქონე უმაღ­ლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართვის შედეგად თანდართული ფორმულის შესაბამისად.

3. აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებაში მისაღები და სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტის განსაზღვრას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდი­ული პირი – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულე­ბების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.

4. აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებაში მისაღები და სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტის განსაზღვრის გადაწყვეტილებაში აღინიშნება ის სასწავლო წელი/სასწავლო წლები, რომლისთვისაც დაწესებულებას განესაზღვრა სტუდენტთა მისაღები და მაქსიმალური კონტინგენტი.

    მუხლი 3.

1. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლების სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტი არის სტუდენტთა ის რაოდენობა, რომელიც მიიღება იმ შემთხვე­ვაში, თუ ინსტიტუციონალური აკრედიტაციის ამ წესით განსაზღვრული ყველა მახასიათებელი აკმაყოფილებს ინსტი­ტუ­ციო­ნალური აკრედიტაციისათვის დადგენილ შესაბამის ნორმატივს.

2. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე­ბულების მიერ მისაღები კონტინგენტი ტოლია დაწესებულების სტუდენტთა მაქსიმალურ კონტინგენტს გამოკლებული დაწესებულებაში არსებული სტუდენტების რაოდენობა, აგრეთვე იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სტუდენტთა კონტინგენტის მიღების ვადამდე დაასრულებენ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და მიმატებული ამ ფორმულით განსაზღვრული კონტინგენტის მიღების ვადამდე დაწესებულების მიერ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტი.

    მუხლი 4.

აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებაში მისაღები და სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტის განსაზღვრის ფორმულა მოიცავს შემდეგ გრაფებს:

1. A ვერტიკალი – ინსტიტუციონალური აკრედიტაციის მახასიათებლების ნუსხა:

ა) A2 გრაფა – სასწავლო და კვლევითი მიზნებისათვის განკუთვნილი ფართობი;

ბ) A3 გრაფა – აკადემიური პერსონალი (სრული პროფესორი, ასოციირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი);

გ) A4 გრაფა – სტუდენტები;

დ) A5 გრაფა – კომპიუტერები;

ე) A6 გრაფა – სახელმძღვანელო წიგნადი ერთეულები;

ვ) A7 გრაფა – სტუდენტები, რომლებიც ამ ფორმულით განსაზღვრული კონტინგენტის მიღების ვადამდე დაასრულებენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის, დიპლო­მიანი სპეციალისტისა და ერთსაფეხურიან სულ ცოტა 5-წლიან საგანმანათლებლო პროგრამებს;

ზ) A8 გრაფა – ამ ფორმულით განსაზღვრული კონტინგენტის მიღების ვადამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) მიერ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტი;

თ) A9 გრაფა – დაწესებულებაში არსებული სტუდენტების რაოდენობას გამოკლებული დაწესებულების იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც ამ ფორმულით განსაზ­ღვრული კონტინგენტის მიღების ვადამდე დაასრულებენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის, დიპლო­მიანი სპეციალისტისა და ერთსაფეხურიან სულ ცოტა 5-წლიან საგანმანათლებლო პროგრამებს და მიმატებული ამ ფორმულით განსაზღვრული კონტინგენტის მიღების ვადამდე დაწესებულების მიერ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტი.

2. B ვერტიკალი – ინსტიტუციონალური აკრედიტაციის მახასიათებლების შესახებ ფაქტობრივი მონაცემების შესატანი გრაფები:

ა) B2 გრაფა – დაწესებულებაში არსებული სასწავლო და კვლევითი მიზნებისათვის განკუთვნილი ფართობი;

ბ) B3 – დაწესებულებაში არსებული აკადემიური პერსონალის (სრული პროფესორი, ასოციირებული პროფე­სორი, ასისტენტ-პროფესორი) რაოდენობა;

გ) B4 გრაფა – დაწესებულებაში არსებული სტუდენტების რაოდენობა;

დ) B5 გრაფა – დაწესებულებაში არსებული კომპიუტერების რაოდენობა;

ე) B6 გრაფა – დაწესებულებაში არსებული სახელმძღვანელო წიგნადი ერთეულების რაოდენობა;

ვ) B7 გრაფა – დაწესებულების იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც ამ ფორმულით განსაზღვრული კონტინგენტის მიღების ვადამდე დაასრულებენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის, დიპლომიანი სპეციალისტისა და ერთსაფეხურიან სულ ცოტა 5-წლიან საგანმანათლებლო პროგრამებს;

ზ) B8 გრაფა – ამ ფორმულით განსაზღვრული კონტინგენტის მიღების ვადამდე დაწესებულების მიერ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტი;

თ) B9 გრაფა (B4-B7+B8) – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) არსებული სტუდენტების რაოდენობას (B4) გამოკლებული დაწესებულების იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ამ ფორმუ­ლით განსაზღვრული კონტინგენტის მიღების ვადამდე დაასრულებენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის, დიპლომიანი სპეციალისტისა და ერთსაფეხურიან სულ ცოტა 5-წლიან საგანმანათლებლო პროგრამებს (B7) და მიმატებული ამ ფორმულით განსაზღვრული კონტინგენტის მიღების ვადამდე დაწესებულების მიერ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტი (B8).

3. C ვერტიკალი – ინსტიტუციონალური აკრედიტაციისათვის დადგენილი ნორმატივები თითოეული მახასიათებლის მიხედვით:

ა) C2 გრაფა – სასწავლო და კვლევითი მიზნებისათვის განკუთვნილი ფართობის მინიმალური ოდენობა 1 სტუდენტთან მიმართებით;

ბ) C3 გრაფა – სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა 1 პროფესორთან მიმართებით;

გ) C5 გრაფა – სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა 1 კომპიუტერთან მიმართებით;

დ) C6 გრაფა – სახელმძღვანელო წიგნადი ერთეულების მინიმალური რაოდენობა 1 სტუდენტთან მიმართებით.

4. D ვერტიკალი – ინსტიტუციონალური აკრედიტაციის მახასიათებლების შესახებ ფაქტობრივი მონაცემებისა და ინსტიტუციონალური აკრედიტაციისათვის დადგენილი ნორმა­ტი­ვების თანაფარდობით მიღებულ მოცულობათა შესატანი გრაფები:

ა) D2 გრაფა – სასწავლო და კვლევითი მიზნებისათვის განკუთვნილი არსებული ფართობისა და 1 სტუდენტთან მიმართებით სასწავლო და კვლევითი მიზნებისათვის განკუთვნილი ფართობის მინიმალური ოდენობის თანა­ფარდობა (B2:C2);

ბ) D3 გრაფა – არსებული აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მაქსიმალურ რაოდენობასთან მიმართებით 1 პროფესორის თანაფარდობა (B3xC3);

გ) D5 გრაფა – არსებული კომპიუტერებისა და სტუდენტთა მაქსიმალურ რაოდენობასთან მიმართებით 1 კომპიუტერის თანაფარდობა (B5xC5);

დ) D6 გრაფა – არსებული სახელმძღვანელო წიგნადი ერთეულებისა და 1 სტუდენტთან მიმართებით სახელმძღვანელო წიგნადი ერთეულების მინიმალური რაოდენობის თანაფარდობა (B6:C6).

5. E ვერტიკალი – მისაღები და სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტი:

ა) E8 გრაფა – მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტი: D2, D3, D5 და D6 გრაფების მონაცემებს შორის უმცირეს მონაცემს გამოკლებული B9 გრაფის მონაცემი (დაწესებულებაში არსებული სტუდენტების რაოდენობას გამოკლებული იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ამ ფორმულით განსაზღვრული კონტინგენტის მიღების ვადამდე დაასრულებენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის, დიპლო­მიანი სპეციალისტისა და ერთსაფეხურიან სულ ცოტა 5-წლიან საგანმანათლებლო პროგრამებს, მიმატებული ამ ფორმულით განსაზღვრული კონტინგენტის მიღების ვადამდე დაწესებულების მიერ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტი);

ბ) E9 გრაფა – სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტი: D2, D3, D5 და D6 გრაფების მონაცემებს შორის უმცირესი მონაცემი ტოლია დაწესებულების სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტისა.


აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღები და სტუდენტთა მაქსიმალური

კონტინგენტის განსაზღვრის ფორმულა

 

A

B

C

D

E

 

 

 

 

 

 

1

ინსტიტუციონალური აკრედიტაციის

მახასიათებლების ნუსხა

ფაქტობ­რივი მონაცემები

ინსტიტუციონალური აკრედიტაციის მახასიათებლების შესახებ

ინსტიტუციონალური აკრედიტაციისათვის

დადგენილი ნორმა­ტივები

ინსტიტუციონალური აკრედი­ტაციის მახა­­სია­თებ­ლე­ბის შესა­ხებ ფაქტობრივი მონა­ცე­მებისა და ინსტიტუციო­ნა­ლური აკრედიტაციისათვის დადგენილი ნორმა­ტივების თანაფარ­დობა

სტუდენტთა

მისაღები და მაქსიმალური კონტინგენტი

2

სასწავლო და კვლე­ვითი მიზნებისთვის განკუთვნილი ფართობი

 

 

B2:C2

 

3

აკადემიური პერსონალი

 

 

B3ხC3

4

სტუდენტები

 

 

 

5

კომპიუტერები

 

 

B5ხC5

6

სახელმძღვანელო წიგნადი ერთეუ­ლები

 

 

B6:C6

7

სტუდენტები, რომ­ლებიც ამ ფორმუ­ლით განსაზღვრული კონტინგენტის მიღე­ბის ვადამდე დაას­რულებენ ბაკა­ლავ­რიატის, მაგისტრა­ტურის, დოქტორან­ტურის, დიპლომიანი სპეციალისტისა და ერთსაფეხურიან სულ ცოტა 5-წლიან საგანმანათლებლო პროგრამებს

 

 

 

8

ამ ფორმულით გან­საზღვრული კონტინ­გენტის მიღების ვადამდე დაწესებუ­ლების მიერ მისაღები კონტინ­გენტი

 

 

D2,D3,D5,D6 გრაფების მო­ნაცემებს შო­რის უმცირეს მონაცემს გა­მოკლებული B9

9

სტუდენტთა არსე­ბულ რაოდენობას გამოკლებული ის სტუდენტები, რომლებიც ამ ფორმულით განსაზღვრული კონტინგენტის მიღების ვადამდე დაასრულებენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის, დიპლომიანი სპეციალისტისა და ერთსაფეხურიანი სულ ცოტა 5-წლიან საგანმანათლებლო პროგრამებს, მიმატებული ამ ფორმულით განსაზღვრული კონტინგენტის მიღების ვადამდე დაწესებულების მიერ მისაღები კონტინგენტი

B4-B7+B8

 

 

D2,D3,D5,D6 გრაფების მო­ნაცემებს შო­რის უმცირესი მონაცემი