საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.02.2003 ძალადაკარგული 01.03.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№63
სარეგისტრაციო კოდი
040030000.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 07/03/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №63

2003 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის შექმნის შესახებ

ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის სფეროს ჯეროვანი მოწეს­რიგებისა და დარგში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. ქალაქ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე დაწესებულებად შეიქმნას ქალაქ თბილისის კეთილ­მოწყობის სამსახური (შემდგომში – სამსახური).

2. სამსახურის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორ­გა­ნოდ განისაზღვროს ქალაქ თბილისის მერია.

3. ქალაქ თბილისის მერმა (ი.ზოდელავა):

ა) უზრუნველყოს სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნა, დებუ­ლების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცება;

ბ) საჭიროების შემთხვევაში სამსახურის მართვის მიზნით შექმნას სამეთვალყურეო ორგანო.

4. სამსახურის დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით გათ­ვალისწინებული შემოსავლები.

5. ქალაქ თბილისის მერიამ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს სამსახურისათვის სათანადო ქონების გადაცემა და მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა.

ე. შევარდნაძე