საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ არასაბიუჯეტო (სპეციალური) სახსრების გამოყენების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №166
2003 წლის 25 აპრილი
ქ. თბილის ი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ არასაბიუჯეტო (სპეციალური) სახსრების გამოყენების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი მომსახურებისათვის, ამ სამსახურის მიერ გასატარებელი ღონისძიებებისათვის გაწეული ხარჯების დაფარვის, მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და თანამშრომელთა მატერიალური წახალისების მიზნით:
1. „საკარანტინო მოსაკრებლის შესახებ”, „სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებლის შესახებ” და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ნება დაერთოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურს საკარანტინო, სალიცენზიო-სანებართვო, საექსპერტიზო და სხვა სახის ფასიანი მომსახურებები განახორციელოს დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
2. მომსახურების საფუძველზე მიღებული შემოსავლების კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ, 90 პროცენტი დარჩეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის სპეციალურ (არასაბიუჯეტო) სახსრების ანგარიშზე და მოხმარდეს მის მიერ მცენარეთა დაცვის ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას, სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას და თანამშრომელთა მატერიალურ წახალისებას, ხოლო 10 პროცენტი გადაერიცხოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალური უზრუნველყოფისა და თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის.
ე. შევარდნაძე