ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.05.2003 ძალადაკარგული 25.08.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№235
სარეგისტრაციო კოდი
480510000.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 48, 30/05/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ს ა ქ ართველო ს პრეზიდენ ტ ი ს

ბრძანებულება №235

2003 წლის 27 მაი ს ი

ქ. თბილისი

ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ

საქართველოს ნატოში თანამიმდევრული ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს.

ნატოში ინტეგრაციის პროცესი მოითხოვს საქართველოს სახელ­მწიფო სტრუქტურების შეთანხმებულ მოქმედებასა და ძალისხმევას. ამ პროცესის ინტენსიფიკაციისა და კოორდინაციის გაძლიერების მიზნით:

1. შეიქმნას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული საკო­ორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო).

2. დამტკიცდეს:

ა) საბჭოს თანდართული დებულება;

ბ) საბჭოს თანდართული შემადგენლობა.

3. ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნ. ბურჯანაძესა და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ი. ბათიაშვილს მონაწილეობა მიიღონ საბჭოს საქმიანობაში.

4. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის აღმასრულებელ ნაწილში განსახორციელებელ ღონისძიებათა დროული შესრულების მონიტორინგი დაევალოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სამთავრობო კომისიას.

5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენა­ღარიშვილი) საბჭოზე განსახილველ საკითხთა მომზადების, სხდომების ორგანიზებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მონიტორინგის მიზნით შეასრულოს სამდივნოს ფუნქციები.

ე. შევარდნაძე

ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს დებულება

    მ უხ ლი 1. ზოგადი დებ უ ლებანი

1. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთან­ხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

    მ უხ ლი 2. საბ ჭ ოს ძ ირითადი ამო ც ანები

საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებათა და რეკო­მენდაციათა მომზადება, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს თანმიმდევრულ ღონისძიებათა განხორციელებას ნატოში წევრად შესვლის მიზნით;

ბ) „პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 ივნისის №394 ბრძანებულების საფუძველზე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობის შესახებ ინფორ­მაციის მიღება და განხილვა;

გ) ნატოში ინტეგრაციის მიზნით განხორციელებული ღონის­ძიებების შესახებ ინფორმაციების მოსმენა და შეფასება ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურისა და სამთავრობო უწყებების მიერ;

დ) ნატოში ინტეგრაციისათვის განსახორციელებელი პროგრამის შესრულების ზედამხედველობა.

    მ უხ ლი 3. საბ ჭ ოს უფ ლება-მოვალეობანი

საბჭო უფლებამოსილია:

ა) განიხილოს თავის სხდომებზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები გადაწყვეტილებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად;

ბ) არსებული წესის მიხედვით კოორდინაცია გაუწიოს შესაბამის უწყებათა ურთიერთობებს ნატოს სტრუქტურებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს მათთან გასაფორმებელ დოკუმენტთა პროექტები;

გ) მოსთხოვოს სახელმწიფო მმართველობის ნებისმიერ ორგანოს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობებს, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს მასალები და ინფორმაცია საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში;

დ) სამინისტროთა, უწყებათა, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებისაგან შექმნას მუდმივმოქმედი და დროებითი კომისიები, სამუშაო ჯგუფები ნატოსთან და მის წევრ სახელ­მწიფოებთან ურთიერთობის ცალკეული საკითხების გამო ღონის­ძიებათა შესამუშავებლად.

    მ უხ ლი 4. საბ ჭ ოს ს ტ რ უქტუ რა

1. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობასა და სხდომებს.

2. საბჭოს თავმჯდომარის დავალებით საბჭოს საქმიანობის საკითხებს განიხილავს და შესაბამის წინადადებებს წარადგენს საბჭოს მდივანი.

3. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს, აგრეთვე საბჭოს მიმდინარე საქმიანობას ახორციელებს საბჭოს მდივანი.

4. საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სამთავრობო კომისია განიხილავს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის საკითხებს და წარუდგენს საბჭოს მდივანს.

    მ უხ ლი 5. საბ ჭ ოს მ უშ აობის ორგანიზება

1. საბჭოს სხდომების დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს მდივნის წარდგინებით.

2. საბჭოს სხდომებზე საკითხის გატანის უფლება აქვთ:

ა) საბჭოს თავმჯდომარეს;

ბ) საბჭოს წევრებს.

3. საბჭო, საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტებიდან გამომდინარე, ამზადებს წინადადებებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესამუ­შავებლად და დასამტკიცებლად.

4. საბჭო მოისმენს სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებებისა და სხვა სამთავრობო სტრუქტურების ინფორმაციებს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ ნატოსთან ინტეგრაციის საკითხთა რეალიზაციის შესახებ და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

    მ უხ ლი 6. საბ ჭ ოს მ უშ აობის რეგლამენ ტ ი და ს ხ დომების პერიოდ უ ლობა

1. საბჭოს სხდომები მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ ორ თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ.

2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საბჭოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმის საფუძველზე.

3. ყოველი კვარტალის დაწყებამდე ერთი თვით ადრე საბჭოს წევრები, საქართველოს სამინისტროები, დეპარტამენტები, უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ წინადადებებს საბჭოს სხდომებზე განსახილველი საკითხების შესახებ თარიღის მითითებით წარუდგენენ საბჭოს მდივანს, რომელთა საფუძველზეც დგება კვარტალური გეგმა, ხოლო IV კვარტალის ბოლოს – მომავალი წლის სამუშაო გეგმა.

4. საბჭოს მდივანი შემოსულ წინადადებათა საფუძველზე ადგენს წლიური და კვარტალური სამუშაო გეგმების პროექტებს, აზუსტებს საკითხთა განხილვის ვადებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარეს.

5. საბჭოს მდივანი კონტროლს უწევს სამუშაო გეგმების შესრულებასა და საბჭოს სხდომებზე განსახილველი საკითხების მომზადებას.

6. საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებთან ერთად შესაძლებელია მიიწვიონ დაინტერესებულ უწყებათა და ორგანიზაციათა წარმო­მადგენლები.

7. საბჭოს სხდომათა ოქმს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს საბჭოს მდივანი.

8. საოქმო ჩანაწერები ეგზავნებათ საბჭოს წევრებსა და შემსრულებლებს სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით.

9. ცალკეული გადაწყვეტილებანი ეგზავნებათ შემსრულებლებს იმ სიის მიხედვით, რომელსაც ადგენს საკითხის შემომტანი და ამტკიცებს საბჭო.

    მ უხ ლი 7. ს აბ ჭ ო ს სხ დომი ს დ ღ ი ს წ ე ს რიგი ს წ ინა სწ არი გან ხ ილვა

1. საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს განიხილავს საბჭოს მდივანი, რომელსაც შემდგომ ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.

2. საბჭოს დღის წესრიგის პროექტი, თანდართულ მასალებთან ერთად, სხდომის მოწვევამდე ხუთი დღით ადრე ბარდებათ საბჭოს წევრებს.

    მ უხ ლი 8. ს აკით ხ ები ს შ ე ტ ანა ს აბ ჭ ო ს სხ დომაზე გან ს ა ხ ილველად

1. საბჭო განიხილავს:

ა) საბჭოს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს;

ბ) სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, არასამ­თავრობო ორგანიზაციების ინფორმაციებს და მოისმენს ანგარიშს ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკის რეალიზების საკითხებზე.

2. საბჭოს სხდომაზე განსახილველ თითოეულ საკითხზე მომზადებულ უნდა იქნეს მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული მიმართულებები, რეკომენდაციები, პროგრამები.

3. მოხსენებითი ბარათი უნდა იყოს ვიზირებული იმ მინისტრების, დეპარტამენტებისა და უწყებათა ხელმძღვანელების მიერ, რომლებსაც შემოაქვთ საკითხი.

4. საბჭოს სხდომის გამართვამდე 10 დღით ადრე სამინისტროები, დეპარტამენტები, უწყებები ვალდებული არიან წარუდგინონ საბჭოს მდივანს სრულყოფილი მასალები სხდომაზე განსახილველად.

5. საბჭოს სხდომაზე შემოტანილ არადამაკმაყოფილებლად და რეგლამენტის დარღვევით მომზადებულ საკითხებს საბჭოს მდივანი უბრუნებს საკითხის შემომტანთ ხელახალი გადამუშავებისათვის.

    მ უხ ლი 9. დებ უ ლება შ ი ც ვლილებები ს ა და დამა ტ ებები ს შ ე ტ ანი ს წ ე ს ი

1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა

ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოს თავმჯდომარე

როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

მირიან გოგიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

დავით დონდუა – საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატოში

დავით თევზაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი

ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საბჭოს მდივანი

კობა ნარჩემაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ჯონი ფირცხალაიშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი

გელა ჩარკვიანი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო ურთიერთობების საკითხებში

ვალერი ჩხეიძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ვალერი ხაბურძანია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი

თედო ჯაფარიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.