დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.07.2003 ძალადაკარგული 30.12.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№373
სარეგისტრაციო კოდი
300390000.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 79, 01/08/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №373

2003 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი. დიზელის საწვავის შემადგენლობა და ხარისხი განაპირობებს სახიფათო აეროზოლების წარმოქმნას, რამაც სავარაუდოა გამოიწვიოს რესპირატორული, სიმსივნური და სხვა დაავადებათა სტიმულირება.

დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლების ევროპულ ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით:

1. დადგინდეს დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები:

ა) 01.01.05 წლამდე:

ცეტანის რიცხვი, არანაკლებ – 45

გოგირდის შემცველობა, მგ/კგ, არა უმეტეს – 500

სიმკვრივე 20ºC, კგ/მ3, არა უმეტეს:

ზამთრის – 840

ზაფხულის – 860

პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი, პროცენტი, არა უმეტეს – არ ნორმირდება;

ბ) 01.01.05 წლიდან 01.01.06 წლამდე:

ცეტანის რიცხვი, არანაკლებ – 51

გოგირდის შემცველობა, მგ/კგ, არა უმეტეს – 350

სიმკვრივე 15ºC, კგ/მ3, არა უმეტეს – 845

პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი, პროცენტი, არა უმეტეს – 11;

გ) 01.01.06 წლიდან:

ცეტანის რიცხვი, არანაკლებ – 51

გოგირდის შემცველობა, მგ/კგ, არა უმეტეს – 50

სიმკვრივე 15ºC, კგ/მ3, არა უმეტეს – 845

პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი, პროცენტი, არა უმეტეს – 11.

2. დიზელის საწვავის ანალიზის მეთოდები 01.01.05 წლამდე გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, 01.01.05 წლიდან – საერთაშორისო სტანდარტების (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.

3. საქსტანდარტმა (მ.ჯანიკაშვილი) ზემოთ აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით 2003 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს დიზელის საწვავზე დადგენილი წესით ეროვნული სტანდარტის მიღება და გამოქვეყნება.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.12.2005.
როდის იქნა მიღებული „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“?
„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 31.07.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №373. სარეგისტრაციო კოდი — 300390000.05.002.000002.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.12.2005-დან.
სად არის „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“, №373, 31.07.2003, სარეგისტრაციო კოდი 300390000.05.002.000002 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1289572/