საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2003
ძალის დაკარგვა 19.10.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №376
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 81, 05/08/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 04.11.2004
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:68.05pt 65.2pt 65.2pt 65.2pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №376
2003 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის შექმნის შესახებ
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების გამო აღებული ვალდებულებების შესრულების, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებისა და „საქართველოში შესაბამისობის დადასტურების სისტემის დანერგვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 2002 წლის 28 სექტემბრის №75 ბრძანებით განსაზღვრული, საქსტანდარტის სისტემის ინსტიტუციური მოწყობისათვის გასატარებელი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტი.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის თანდართული დებულება.
3. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა (მ.ჯანიკაშვილი):
ა) უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის“ სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ხელმძღვანელის დანიშვნა და „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე ბრძანებულების პროექტის მომზადება;
ბ) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით განახორციელოს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო სახელმწიფო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.
2. ინსტიტუტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, საქსტანდარტის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა საკანონმდებლო-ნორმატიული აქტებით.
3. ინსტიტუტი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ამოცანების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
4. ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, ანგარიშები ხაზინაში და ბანკში.
5. ინსტიტუტის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ჩარგლის ქ. №67.
მუხლი 2🔗. ინსტიტუტის მიზნები და ფუნქციებია:
1. ქვეყანაში მეტროლოგიის-გაზომვათა ერთიანების უზრუნველყოფის, სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციის და პროდუქციის შესაბამისობის დადასტურების განვითარების პროგრამების შემუშავება, აღნიშნული სისტემების სრულყოფასთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელებაში მონაწილეობა.
2. სიდიდეთა ერთეულების აღწარმოება ეტალონების საშუალებით და ერთეულების გადაცემა სანიმუშო გაზომვის საშუალებებზე გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფისათვის.
3. სამეცნიერო-მეთოდური საფუძვლების შემუშავება გაზომვათა ერთიანობის, სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციის და პროდუქციის შესაბამისობის დადასტურების სახელმწიფო სისტემების განვითარებისათვის.
4. დროისა და სიხშირის სამუშაოთა წარმართვა.
5. სიდიდეთა ერთეულების ეტალონების, ნივთიერებათა და მასალათა სტანდარტული ნიმუშებისა და სტანდარტული საცნობარი მონაცემების საქმიანობის წარმართვა.
6. არსებული სახელმწიფო ეტალონების, უმაღლესი სიზუსტის დანადგარების, გაზომვათა სანიმუშო საშუალებების ექსპლუატაციის საქმიანობის წარმართვა და მათი შენახვა. ეტალონების საშუალებით სიდიდეთა ერთეულების აღწარმოება, მათი მეშვეობით სახელმწიფოში არსებული უმაღლესი თანრიგის გაზომვის საშუალებების და მუშა გამზომი საშუალებების მეტროლოგიური ატესტაცია და დამოწმება. გაზომვის მეთოდიკების მეტროლოგიური ანალიზი და ატესტაცია. ტექნიკური რეგლამენტების მეტროლოგიური ანალიზი.
7. სახელმწიფო ეტალონებისა და გაზომვათა სანიმუშო საშუალებების შექმნის მიზნით საკვლევი და სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების შესრულება. სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციის და მეტროლოგიური უზრუნველყოფის ერთიანი ნორმატიულ-ტექნიკური და მეთოდური დოკუმენტაციის შემუშავება, მათ შორის, ქვეყნის თავდაცვითი ტექნიკის წარმოებისა და ქსპლუატაციისათვის.
8. მეტროლოგიურ საშუალებათა ავტომატიზაციის, გამზომ-ინფორმაციული სისტემებისა და ტექნოლოგიების შემუშავება, მათი მეტროლოგიური უზრუნველყოფა სამრეწველო ობიექტებისა და ქვეყნის თავდაცვის ინტერესებისათვის.
9. მეტროლოგიური საშუალებების, ნაკეთობების, მასალების და ნივთიერებების, საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა, კომპლექსური გამოცდების და შესაბამისობის დადასტურების სამუშაოების შესრულება.
10. სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, პროდუქციის შესაბამისობის, და აკრედიტაციის სფეროში მონაწილე პერსონალის მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ჩამოყალიბება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
11. თავისი კომპენტეციის ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციასთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება. სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციების, სემინარების ორგანიზება და მათში მონაწილეობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
12. საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის ხარისხის კონკურსების ორგანიზება და გამოფენა-ჩვენებების მოწყობა.
13. სტანდარტიზაციის, მეტროლოგიური უზრუნველყოფის და პროდუქციის შესაბამისობის დადასტურების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების, პროექტების და ტექნოლოგიების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
14. საგამომცემლო და სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელება, საკუთარი ბეჭდვითი ორგანოს საშუალებით (გაზეთი, ჟურნალი და სხვ.).
მუხლი 3🔗. ინსტიტუტის უფლებები და მოვალეობები
1. ინსტიტუტი უფლებამოსილია:
ა) ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით დამოუკიდებლად დაგეგმოს საქმიანობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააფორმოს ხელშეკრულებები სახელმწიფო ორგანიზაციებთან, ფირმებთან, ცალკეულ იურიდიულ პირებთან და მოქალაქეებთან გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად ინსტიტუტის ძალებით;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დამკვეთებისაგან და საერთაშორისო საქმიანობიდან შემოსული თანხები გამოიყენოს ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად;
გ) დააწესოს შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, პროდუქციისა და გაწეული მომსახურების სახელშეკრულებო ფასები;
დ) საქსტანდარტთან შეთანხმებით შეადგინოს სტრუქტურა, საშტატო ნუსხა და განსაზღვროს მომსახურეთა რიცხვი, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს სპეციალისტები მუდმივ ან დროებით სამუშაოზე. შეუკვეთოს სამუშაოების გარკვეული ნაწილი სხვა ორგანიზაციებს;
ე) არსებული კანონმდებლობის დაცვით აწარმოოს შრომის ანაზღაურების ერთიანი ფონდის განაწილება ინსტიტუტის თანამშრომელთა შორის.
2. ინსტიტუტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება.
ბ) პასუხი აგოს მიღებული გადაწყვეტილებებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დადგენილი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ინსტიტუტს ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაეცემა სსგ “ისარის” ბალანსზე რიცხული ქონება საქართველოს კანონის “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” მე-7 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 4🔗. ინსტიტუტის მართვა და სტრუქტურა
1. ინსტიტუტს მართავს დირექტორი, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში და არის წარმომადგენლობის უფლებამოსილი პირი.
2. ინსტიტუტის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქსტანდარტის თავმჯდომარე.
3. ინსტიტუტის დირექტორი:
ა) წარმართავს ინსტიტუტის საქმიანობას და აწესრიგებს ინსტიტუტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) მოქმედებს ინსტიტუტის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;
გ) გამოსცემს ბრძანებებს;
დ) ამტკიცებს ინსტიტუტის შინაგანაწესს;
ე) კანონით დადგენილი წესით განკარგავს ინსტიტუტის სახსრებს და პასუხისმგებელია ინსტიტუტის საკუთრებაში, ან სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის;
ვ) საქსტანდარტთან შეთანხმებით განსაზღვრავს ინსტიტუტის სტრუქტურას, ამტკიცებს საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების ფონდს;
ზ) ხელშეკრულების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსტიტუტის თანამშრომლებს.
4. პერსპექტიული და მიმდინარე პრობლემების განხილვის, დაგეგმვის, ინსტიტუტის წინაშე დასახული მიზნების სრულყოფილად განხორციელებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ინსტიტუტში იქმნება სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო.
5. ინსტიტუტის დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსტიტუტის დირექტორი.
მუხლი 5🔗. ინსტიტუტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. ინსტიტუტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქსტანდარტი, რაც გულისხმობს საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო – ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. საქსტანდარტს უფლება აქვს კონტროლის განსახორციელებლად მოითხოვოს საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 6🔗. ინსტიტუტის ქონება და დაფინანსება
1. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ორგანოს გადაეცემა განსაზღვრული ქონება დაფუძნების აქტით.
2. ინსტიტუტის დაფინანსების წყაროა:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
3. ინსტიტუტმა საქსტანდარტთან შეთანხმებით შეიძლება განახორციელოს:
სესხის აღება;
თავდებობა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. ინსტიტუტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება და შეადგინოს ბალანსი.
2. ინსტიტუტის წლიური ანგარიშს ამოწმებს საქსტანდარტი დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.
მუხლი 8🔗. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ინსტიტუტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.