საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.11.2004 ძალადაკარგული 09.08.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№483
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 126, 05/11/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 4 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №483

2004 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტო (საქსტანდარტი).

2. საქსტანდარტის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე).

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) ერთ თვეში საქსტანდარტის დებულების დამტკიცება და მასში ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ფუნქციათა ასახვა;

ბ) საქსტანდარტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატურის წარმოდგენა;

გ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქსტანდარტისათვის გადაცემა.

4. 2004 წლის 10 დეკემბრამდე ლიკვიდირებულ იქნეს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მეტროლოგიის ცენტი;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ეროვნული ორგანო;

გ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექცია;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტი.

5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 25 ოქტომბრის №445 ბრძანებულება;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 31 ივლისის №374 ბრძანებულება;

გ) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული საქვეუწყებო დაწესებულების პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 31 ივლისის №375 ბრძანებულება;

დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 31 ივლისის №376 ბრძანებულება.

6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

7. ამ ბრძანებულების მე-5 პუნქტი ამოქმედდეს საქსტანდარტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების ძალაში შესვლისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.08.2005.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ“ მიღებულია 04.11.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №483. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 09.08.2005-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 4 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.08.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ“, №483, 04.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.08.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1272484/