„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.10.2002 ძალადაკარგული 04.11.2004
გამომცემი ორგანო
ნომერი
№445
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 108, 04/11/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №445

2002 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

ქვეყნის მასშტაბით გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „მეტროლოგიის ცენტრი“.

2. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ (ბ.შოშიტაიშვილი) შეიმუშაოს და დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მეტროლოგიის ცენტრის“ დებულება და დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მეტროლოგიის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მეტროლოგიის ცენტრის“ სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.

4. შეტანილ იქნეს დამატება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების VII თავის 23-ე პუნქტში და ტერიტორიული ორგანოების ჩამონათვალის შემდეგ დაემატოს სიტყვები – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „მეტროლოგიის ცენტრი“, შემდეგ როგორც ტექსტშია.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მეტროლოგიის ცენტრმა“ საქსტანდარტს გაუწიოს ფინანსური მხარდაჭერა საკუთარი შემოსავლებიდან.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.11.2004.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“?
„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 25.10.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №445. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 04.11.2004-დან.
სად არის „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.11.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“, №445, 25.10.2002, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.11.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1252026/