📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სტიპენდიების დანიშვნისა და სამეცნიერო მივლინებებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 04.10.2004
ძალის დაკარგვა 29.05.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №437
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 110, 06/10/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,150 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.10.2004 მიღება
29.05.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სტიპენდიების დანიშვნისა და სამეცნიერო მივლინებებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 45.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №437 2004 წლის 4 ოქტომბერი ქ. თბილისი ახალგაზრდა მეცნიერთათვის   პრეზიდენტის სტიპენდიების დანიშვნისა და სამეცნიერო მივლინებებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე: 1. დამტკიცდეს ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სტიპენდიების დანიშვნისა და სამეცნიერო მივლინებებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალგაზრდა მეცნიერთათვის საპრეზიდენტო სტიპენდიების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №521 ბრძანებულება.  მ. სააკაშვილი დ ე ბ უ ლ ე ბ ა ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სტიპენდიების დანიშვნისა და სამეცნიერო მივლინებებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი 1. პრეზიდენტის სტიპენდიები და სამივლინებო თანხები გამიზნულია იმ ახალგაზრდა მეცნიერთა და წარმატებულ ასპირანტთა სტიმულირებისათვის, რომლებიც მუშაობენ საქართველოს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, თავს იჩენენ აქტიური სამეცნიერო საქმიანობით და მნიშვნელოვან სამეცნიერო შედეგებს იღებენ. 2. პრეზიდენტის სტიპენდიები და სამივლინებო თანხის მოსაპოვებლად წარსადგენი განაცხადების ნიმუშები და წარდგენის ვადები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ და ეცნობებათ სამინისტროებს, უწყებებსა და უმაღლეს სასწავლებლებს მათთვის დეპარტამენტის მიერ მხოლოდ პრეზიდენტის სტიპენდიებისათვის წინასწარ დადგენილ საორიენტაციო კვოტებთან ერთად, რომლებიც განისაზღვრება პრეზიდენტის სტიპენდიების გასაცემად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხისა და სამეცნიერო დაწესე-ბულებაში ან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში მომუშავე ახალგაზრდა მეცნიერ თანამშრომელთა ხვედრითი წილის პროპორციულად. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტთან იქმნება პრეზიდენტის სტიპენდიებზე წარდგინების საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც სამინისტროების, სხვა უწყებებისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები შედიან. საბჭოს შემადგენლობასა და დებულებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. საბჭო თავის სხდომაზე განიხილავს პრეზიდენტის სტიპენდიისა და სამივლინებო თანხის მოსაპოვებლად წარდგენილ განაცხადებს, ასევე ანგარიშებს პრეზიდენტის სტიპენდიატთა სამეცნიერო საქმიანობისა და შესრულებული მივლინების შესახებ და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 4. პრეზიდენტის სტიპენდიის დანიშვნა, ასევე სამივლინებო თანხის გამოყოფა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, რომლის პროექტსაც ამზადებს და დასამტკიცებლად წარადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტთან არსებული პრეზიდენტის სტიპენდიებზე წარდგინების საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. თავი II პრეზიდენტის სტიპენდიები 5. პრეზიდენტის სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადის მომზადება ხორციელდება იმ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, სადაც მუშაობს განაცხადის ავტორი. ახალგაზრდა მეცნიერის საქმიანობას და საკითხს მისი პრეზიდენტის სტიპენდიაზე წარდგენის შესახებ განიხილავს წარმდგენი ორგანიზაციის სამეცნიერო საბჭო და დახურული წესით უყრის მას კენჭს. შერჩეული და სათანადოდ გაფორმებული წარდგინება გადაეცემა შესაბამის ზემდგომ უწყებრივ დაწესებულებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტში წარსადგენად. 6. დებულების მოთხოვნათა დარღვევით შედგენილი და გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები კონკურსზე არ დაიშვება. 7. წესდება სამი ხარისხის პრეზიდენტის სტიპენდია: ა) პირველი ხარისხის – თვეში 250 ლარის ოდენობით, დაენიშნება 40 წლის ასაკამდე მეცნიერ თანამშრომელს, რომელსაც საქართველოში მინიჭებული აქვს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, აგრძელებს აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას და ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოაქვეყნა არანაკლებ ერთი ნაშრომისა მაღალი რეიტინგის (იმპაქტ-ფაქტორის) მქონე უცხოურ ჟურნალში; ბ) მეორე ხარისხის – თვეში 200 ლარის ოდენობით, დაენიშნება 35 წლის ასაკამდე მეცნიერ თანამშრომელს, რომელსაც საქართველოში მინიჭებული აქვს მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, დისერტაციის დაცვის შემდეგ გამოაქვეყნა არანაკლებ სამი ნაშრომისა რეფერირებად ჟურნალებში, მათ შორის ერთი მაღალი რეიტინგის (იმპაქტ-ფაქტორის) მქონე უცხოურ ჟურნალში; გ) მესამე ხარისხის – თვეში 150 ლარის ოდენობით, დაენიშნება 30 წლის ასაკამდე ასპირანტს, რომელმაც ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმის საგნები, შეასრულა საკანდიდატო დისერტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი და გამოსაქვეყნებლად აქვს გადაცემული ან უკვე გა-მოაქვეყნა არანაკლებ ორი ნაშრობისა რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში. ასპირანტი, რომელიც მოიპოვებს პრეზიდენტის სტიპენდიას, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩვეულებრივ სტიპენდიას აღარ მიიღებს;  მესამე ხარისხის სტიპენდია შეიძლება დაენიშნოს, აგრეთვე სამეცნიერო ხარისხის არმქონე 30 წლის ასაკამდე მეცნიერ თანამშრომელს, რომელმაც გამოაქვეყნა არანაკლებ ერთი ნაშრომისა მაღალი რეიტინგის (იმპაქტ-ფაქტორის) მქონე უცხოურ ჟურნალში. 8. სტიპენდიები გაიცემა ყოველთვიურად, პირველი ხარისხის – დანიშვნიდან არა უმეტეს ხუთი წლის, მეორე ხარისხის – დანიშვნიდან არა უმეტეს სამი წლის, ხოლო მესამე ხარისხის – დანიშვნიდან არა უმეტეს ორი წლის განმავლობაში, თუ მანამდე არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება დანიშნული სტიპენდიის მოხსნის შესახებ. თუ პირველი და მეორე ხარისხის სტიპენდიის მფლობელს შეუსრულდება ზღვრული ასაკი, სტიპენდია გაიცემა საფინანსო წლის ბოლომდე. 9. იმ სამეცნიერო დაწესებულების ან სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის სამეცნიერო საბჭომ, სადაც მუშაობს განაცხადის ავტორი, საფინანსო წლის ბოლომდე უნდა მოისმინოს ინფორმაცია პრეზიდენტის სტიპენდიატის სამეცნიერო საქმიანობის შესახებ და ღია წესით უყაროს კენჭი პრეზიდენტის სტიპენდიის მიღების ვადის გაგრძელებას. მიღებული გადაწყვეტილება სამეცნიერო ანგარიშთან და სამომავლო სამუშაო გეგმასთან ერთად გადაეცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს პრეზიდენტის სტიპენდიებზე წარდგინების საბჭოს მორიგ სხდომაზე განსახილველად. საბჭო იღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის სტიპენდიის ვადის გაგრძელების ან დაუყოვნებელი შეწყვეტის თაობაზე. საბჭოს გადაწყვეტილებით სტიპენდიის მიღება წყდება იმ შემთხვევაშიც, თუ სტიპენდიატი არასაპატიო მიზეზით არ აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას ან გრძელვადიანი მივლინებით იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რის შესახებაც სტიპენდიატის წარმდგენი ორგანიზაცია ატყობინებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. თავი III სამეცნიერო მივლინებები 10. სამეცნიერო მივლინებისათვის თანხის მოსაპოვებლად განაცხადის მომზადება ხორციელდება იმ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, სადაც მუშაობს განაცხადის ავტორი. ახალგაზრდა მეცნიერის საქმიანობას და საკითხს მისი ქვეყნის შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების შესახებ განიხილავს წარმდგენი ორგანიზაციის სამეცნიერო საბჭო და დახურული წესით უყრის მას კენჭს. შერჩეული და შესაბამისად გაფორმებული წარდგინება გადაეცემა ზემდგომ უწყებრივ დაწესებულებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტში წარსადგენად. 11. სამივლინებო თანხა შეიძლება გამოიყოს როგორც პრეზიდენტის სტიპენდიატისათვის, ისე სხვა ახალგაზრდა მეცნიერისათვის, რომლის ასაკს დებულების მე-7 პუნქტი სამეცნიერო ხარისხის შესაბამისად განსაზღვრავს. 12. მივლინების სამეცნიერო ანგარიშს ისმენს წარმდგენი ორგანიზაციის სამეცნიერო საბჭო, ხოლო სამივლინებო თანხის მიმღები მივლინების შესრულებიდან სამ თვეში წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს მივლინების როგორც სამეცნიერო ანგარიშს, ასევე გაწეული ფინანსური ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.