,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დაწესების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №328
2007 წლის 26 მაისი
ქ. თბილისი
ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დაწესების შესახებ
მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვისა და მათი სამეცნიერო პოტენციალის გაზრდის, საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად:
1. ახალგაზრდა მეცნიერთათვის დაწესდეს პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები.
2. საგრანტო დაფინანსების მიზნით სამეცნიერო პროექტების შერჩევა კონკურსის წესით განახორციელოს სსიპ – საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა თავისი წესდების შესაბამისად.
3. სსიპ – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ კონკურსით შერჩეულ სამეცნიერო პროექტებზე პრეზიდენტის გრანტები გაიცემა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, რომლის პროექტსაც ამზადებს სსიპ – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოს პრეზიდენტთან წარსადგენად.
4. ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დაფინანსება ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში დაამტკიცოს ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სტიპენდიების დანიშვნისა და სამეცნიერო მივლინებებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ოქტომბრის №437 ბრძანებულება.
7. პირებს, რომელთაც ამ ბრძანებულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად დანიშნული აქვთ პრეზიდენტის სტიპენდიები 2006 წლის სექტემბრამდე, გაუგრძელდეთ სტიპენდიების გაცემა დადგენილი ვადის ამოწურვამდე. პრეზიდენტის სტიპენდიების გაცემა და კონტროლი უზრუნველყოს სსიპ – ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.
8. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი