„აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ ოსეთის ალ. თიბილოვის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის პრეზიდენტის სტიპენდიის დაწესებისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №488
2007 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ ოსეთის ალ. თიბილოვის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის პრეზიდენტის სტიპენდიის დაწესებისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ ოსეთის ალ. თიბილოვის სახელობის უნივერსიტეტისათვის აკადემიური და სამეცნიერო კადრების მომზადების ხელშეწყობის მიზნით:
1. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ ოსეთის ალ. თიბილოვის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით სწავლის უზრუნველსაყოფად დაწესდეს პრეზიდენტის სტიპენდიები.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრეზიდენტის სტიპენდიების გაცემის მიზნით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოუყოს 197 200 (ას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ორასი) ლარი.
3. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დ. ბაქრაძემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრეზიდენტის სტიპენდიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) უზრუნველყოს პირველი პუნქტით გათვალისწინებული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა განაცხადების მიღება, სტიპენდიატთა შერჩევა, მათი საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირება, პრეზიდენტის სტიპენდიების გაცემა და სტიპენდიების გაცემასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.
5. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ ოსეთის ალ. თიბილოვის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის პრეზიდენტის სტიპენდიის დაწესებისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ ოსეთის ალ. თიბილოვის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის პრეზიდენტის სტიპენდიის დაწესებისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.08.2007.
- როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ ოსეთის ალ. თიბილოვის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის პრეზიდენტის სტიპენდიის დაწესებისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ ოსეთის ალ. თიბილოვის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის პრეზიდენტის სტიპენდიის დაწესებისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 29.08.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №488. სარეგისტრაციო კოდი — 430.210.000.08.002.004.
- სად არის „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ ოსეთის ალ. თიბილოვის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის პრეზიდენტის სტიპენდიის დაწესებისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.08.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ ოსეთის ალ. თიბილოვის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის პრეზიდენტის სტიპენდიის დაწესებისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №488, 29.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/101164/