საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სარეგისტრაციო მოსაკრებლების განაწილების წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანებულება №448
2003 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სარეგისტრაციო მოსაკრებლების განაწილების წესის შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის, მცენარეთა დაცვის სამსახურის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფქვილის ხარისხის ინსპექციის და საქტექზედამხედველობის ინსპექციის მთავარი სამმართველოს მიერ სახელმწიფო რეგისტრაციის განხორციელებისა და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობის ეფექტიანად შესრულების ხელშეწყობის მიზნით „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „სარეგისტრაციო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის, მცენარეთა დაცვის სამსახურის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფქვილის ხარისხის ინსპექციის და საქტექზედამხედველობის ინსპექციის მთვარი სამმართველოს მიერ სარეგისტრაციო მომსახურებიდან შემოსული თანხის 70 პროცენტი დარჩეს შესაბამისი სამსახურის განკარგვაში რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად და მატერიალური უზრუნველყოფისათვის, 20 პროცენტი მიიმართოს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო დანარჩენი 10 პროცენტი გადაერიცხოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ცენტრალურ აპარატს მატერიალური უზრუნველყოფისათვის.
2. ბრძანებულების 1-ლი პუნქტით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში დარჩენილი სახსრების ხარჯვის წესს ადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სარეგისტრაციო მოსაკრებლების განაწილების წესის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.09.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სარეგისტრაციო მოსაკრებლების განაწილების წესის შესახებ“?
- „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სარეგისტრაციო მოსაკრებლების განაწილების წესის შესახებ“ მიღებულია 14.09.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №448. სარეგისტრაციო კოდი — 210020140.05.002.000002.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სარეგისტრაციო მოსაკრებლების განაწილების წესის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.09.2006-დან.
- სად არის „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სარეგისტრაციო მოსაკრებლების განაწილების წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სარეგისტრაციო მოსაკრებლების განაწილების წესის შესახებ“, №448, 14.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 210020140.05.002.000002 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1291170/