შპს „საქართველოს რკინიგზის“ ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.11.2003 ძალადაკარგული 27.09.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№573
სარეგისტრაციო კოდი
240050000.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 132, 22/11/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №573

2003 წლის 18 ნოემბერი

                                                    ქ. თბილისი     

შპს „საქართველოს რკინიგზის“ ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ

საქართველოს ეროვნული მეურნეობის წამყვან დარგ საქარ­­თველოს რკინიგზაში შეიმჩნევა მკვეთრი განსხვავება ძირითადი ფონდე­­­ბის ნარჩენ ღირებულებასა და საბაზრო ფასს შორის, პროდუქციის (სამუ­­შაოების მომსახურების) თვითღირებულება მნიშვნელოვნად სცილდება საწარმოს ფინანსურ შედეგებს, რაც თავის მხრივ ართულებს ნორმალური საინვესტიციო პოლიტიკის წარმართვას.

სახელმწიფო მხარდაჭერის გზით საკითხის დარეგულირების მიზნით:

1. 100-პროცენტიანი სახელმწიფო წილით დაფუძნებულ შპს „საქართველოს რკინიგზაში“ 2003 წლის განმავლობაში განხორციელდეს ძირითადი ფონდების გადაფასება ამა წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, რათა ამ ფონდების საბალანსო ნარჩენი ღირებულება შეესაბამებოდეს საბაზრო ფასებისა და აღწარმოების პირობებს.

2. აღნიშნული გადაფასება განხორცილდეს „საქართველოს ეროვ­ნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესა­ხებ“ საქარ­­თველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 1997 წლის 18 ივლი­­სის №79 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად და შედეგები აისახოს შპს „საქართველოს რკინიგზის“ საბუღალტრო აღრიცხვასა და ანგარიშგებაში 2003 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

3. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინის­ტრომ (გ.გაჩეჩილაძე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად შეისწავლოს საგადასახადო ეფექტიანობის მისაღწევად შპს „საქართველოს რკინიგზის“ ძირითადი ფონდების გადაფასების შედეგად მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური შედეგები და ასეთი გადაფა­სებისათვის საკმარისი დადებითი არგუმენტების შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგინოს საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექს­ში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“.

ე. შევარდნაძე